Home » ბიზნესი » ვახტანგ ბუცხრიკიძე: ციფრული საბანკო პლატფორმა უზბეკეთში წარმატებით განვავითარეთ

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ციფრული საბანკო პლატფორმა უზბეკეთში წარმატებით განვავითარეთ

ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ციფრული საბანკო პლატფორმა უზბეკეთში, – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

TBC ბანკის 2020 წლის 9 თვის აუდიტორულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დამთავრდა “friends and family” ტესტირება და პლატფორმა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი პირდაპირ ბეტა რეჟიმში გახდა. ასევე, Space app, რომელიც PlayMarket- სა და Appstore- ზე გამოჩნდა, უზბეკეთში უკვე ბრენდირებულია, როგორც TBC UZ და უკვე მოიზიდა დაახლოებით 1,200 რეგისტრირებული მომხმარებელი.

„ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ანგარიში, შეუკვეთონ სადებეტო ბარათი, განახორციელონ გადახდები და გადარიცხვები. ჩვენი მომსახურება თანდათან უფრო მრავალფეროვანი გახდება, იქნება სესხის აღება, ანაბარი და თუ სხვა პროდუქტებით, ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ ასევე გავხსენით მეორე ფილიალი ტაშკენტში. ამავდროულად, ჩვენმა უზბეკურმა საგადახდო ბიზნესმა Payme მესამე კვარტალში სწრაფი ზრდა აჩვენა და შემოსავალები 23% -ით, 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მომხმარებელთა რაოდენობა 11%-ით, 2.5 მლნ“ – აცხადებს ბუცხრიკიძე.

business-partner.ge

Share