Home » ფინანსები » ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს
ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს

ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს

ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაირიცხოს

მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება. კერძოდ, მსესხებელს ყოველთვიური შენატანის ვადაგაცილების შემთხვევაში, ჯარიმა სესხის საერთო თანხიდან შეიძლება აღარ დაერიცხოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა.

ბახტაძემ ვადაგადაცილებაზე ჯარიმების/სანქციების ლიმიტის პრინციპი განმარტა:

“რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი წესდება, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ჯარიმის დარიცხვის არსებული პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსესხებელს ჯარიმას სესხის საერთო თანხიდან არიცხავდა, სრულიად უპასუხისმგებლო და უსამართლოა”, – თქვა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

  • არა (74%, 837 Votes)
  • დიახ (22%, 249 Votes)
  • მიჭირს პასუხის გაცემა (4%, 41 Votes)

სულ: 1,127

Loading ... Loading ...
Share