Home » საზოგადოება » უცხოელებზე უკვე გასხვისებულ 5%-მდე მიწას აკრძალვა არ შეეხება
უცხოელებზე უკვე გასხვისებულ 5%-მდე მიწას აკრძალვა არ შეეხება

უცხოელებზე უკვე გასხვისებულ 5%-მდე მიწას აკრძალვა არ შეეხება

სოფლის მეურნების მინისტრის განცხადებით, საქართველოში უცხოელებზე სახნავ-სათესი მიწის 5%-ია გასხვისებული. მისი თქმით, კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა, იმ უცხოელებს არ შეეხებათ, ვინც საქართველოში უკვე ფლობენ მიწას.

“საქართველოში დაახლოებით 5%-მდე მიწა ეკუთვნის უცხოელებს, სახნავ-სათესი მიწის დაახლოებით ეს ნაწილია გასხვისებული, რაც დარეგისტრირებულია. ის, ვინც ფლობს, ჩვენ მის საკუთრებას არ ვეხებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისება აიკრძალება.

Share