Home » საზოგადოება » უშგულის მოსახლეობა: თუ კოშკებს შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ, 3-4 წელიწადში ყველა დაინგრევა
უშგულის მოსახლეობა: თუ კოშკებს შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ, 3-4 წელიწადში ყველა დაინგრევა

უშგულის მოსახლეობა: თუ კოშკებს შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ, 3-4 წელიწადში ყველა დაინგრევა

უშგულის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. უშგულელები  XIV-XV საუკუნეების მურყვამის – სვანური კოშკისა და საცხოვრისის – მაჩუბის ჩამონგრევის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, უშგულში არსებული 35 კოშკიდან ერთი უკვე დაინგრა და თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ, 3-4 წელიწადში ყველა დაინგრევა.

 უშგულელები ამბობენ, რომ კოშკების აღდგენა- რესტავრაციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს კულტურის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. ისინი ითხოვენ, სახელმწიფომ მიხედოს კოშკებს, ან საგვარეულო კოშკების მეპატრონეებს მათი მოვლის ნება დართონ 

აქციის მონაწილეებმა მესტია-უშგულის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაც გადაკეტეს, თუმცა ცოტა ხნის წინ გზა გაიხსნა.

ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი და საცხოვრისი გუშინ საღამოს დაინგრა.

Share