Home » საზოგადოება » უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმებიდან ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტი შევიდა
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმებიდან ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტი შევიდა

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმებიდან ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტი შევიდა

მძღოლის, ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 102 968 პირი დააჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მძღოლის, ან მის გვერდით მჯდომი ადამიანის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა მძღოლის 40 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ იმ 102 968 ადამიანის რიცხვში შეიძლება იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი დაეკისრათ. მხოლოდ პირველადი ჯარიმის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, გასულ წელს ბიუჯეტში საჯარიმო სანქციებიდან მინიმუმ 4 118 072 ლარი შევიდა.

BM

Share