Home » საზოგადოება » უქმე დღეების რაოდენობის მიხედვით, ევროპის 39 ქვეყანას შორის საქართველო ლიდერობს
უქმე დღეების რაოდენობის მიხედვით, ევროპის 39 ქვეყანას შორის საქართველო ლიდერობს

უქმე დღეების რაოდენობის მიხედვით, ევროპის 39 ქვეყანას შორის საქართველო ლიდერობს

უქმე დღეების რაოდენობის მიხედვით, ევროპის 39 ქვეყანას შორის საქართველო ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულ ინტერნეტ პორტალზე Bird in Flight დაყრდნობით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში საშუალოდ წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა – 7 დღე ნიდერლანდების სამეფოს.

რაც შეეხება საქართველოს, შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით). ესენია: 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე; 3 მარტი – დედის დღე; 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია); 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა); 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე; 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

„ვინაიდან აღდგომა ყოველთვის კვირას ემთხვევა, სტატიის ავტორებს ის და მისი წინა შაბათი ცალკე უქმე დღეებში არ ჩაუთვლიათ. თუ უკრაინული საიტის მეთოდოლოგიას დავეყრდნობით და აღდგომის შაბათ-კვირას არ მივათვლით უქმე დღეებს, გამოდის რომ საქართველოში 15 უქმე დღეა. ამ რიცხვით საქართველო ევროპის ლიდერი გამოდის სლოვაკეთთან ერთად. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2017 წლის 15 მარტს მხარი დაუჭირა ინიციატივას 12 აგვისტოს – დიდგორის ბრძოლის დღე -“საქართველოს დიდი გამარჯვების” დღედ გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. ამ შემოთავაზების კანონად მიღების შემთხვევაში, საქართველო სლოვაკეთს გაასწრებს უქმე დღეების რაოდენობით და ევროპაში პირველი გახდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

bpn

Share