Home » საზოგადოება » უფასო სასადილოებთან არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შევიდა
უფასო სასადილოებთან არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შევიდა

უფასო სასადილოებთან არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შევიდა

უფასო სასადილოებთან არსებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 

პარტიის წევრები გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აუცილებლად უნდა მოხდეს უფასო სასადილოებში დამონტაჟებულ კამერებში არსებული ჩანაწერებისა და ელექტრონული ბაზის შესწავლა. ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად კი, ჟურნალის ექსპერტიზა ჩატარდეს. 

 “უკვე მეორედ მივმართავთ მთავარ პროკურორს და მოვითხოვთ, შეიქმნას ცალკე საგამოძიებო ჯგუფი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები მდიდრდებოდნენ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე”-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარტიის წევრების განმარტებით, მათ რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურორს შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს. პარტიაში განმარტავენ, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არიან გამოძიებას გადასცენ მონიტორინგის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაცია.

Share