Home » საზოგადოება » უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება

ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს.

„ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო, ალბათ, ყველამ იცით, რომელიც რამოდენიმე ათეული წელია არსებობს. ამ საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრის სიგრძის საბაგირო გზა და ახლა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

პარალელურად ახლა უსაფრთხოების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს. ამის შემდგომ უკვე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 20 აპრილიდან ეს საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.

Share