Home » საზოგადოება » უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობები უქმდება
უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობები უქმდება

უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობები უქმდება

“აუდიტორია 115” განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. გადაწყვეტილების შინაარსი კი ამგვარია – უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობები აღარ იარსებებს და სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური წარმომადგენლობის სახეს შეიძენს. ინფორმაცია “მარშალპრესს” “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ დაუდასტურა:

“შეხვედრაზე წარვადგინეთ ჩვენი პროექტი და თვითმმართველობა ინტეგრირდება სენატთთან, სტუდენტთა წარმომადგენლობის სახით. ცნება – უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აღარ იარსებებს. განათლების მინისტრმა და მისმა მოადგილემ პირობა დადეს და აღუთქვეს აუდიტორიის წევრებს, რომ ორშაბათს ეს წინადადება იურიდულ ფორმას მიიღებს და ძალაში შევა”,

– განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ “მარშალპრესთან”.

“აუდიტორია 115”-ის წევრების შეხვედრა განათლების მინისტრთან, მოადგილესთან და სამინისტროს წარმომდგენლებთან გუშინ შედგა.

Share