Home » მსოფლიო » უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახლემძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება.

ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანზიაციებს LGBT თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.

„არის გარკვეული კონტენტი, რომელსაც ბავშვები გარკვეულ ასაკში ვერ იგებენ და ამან შესაძლოა, მათ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედოს და მათი მორალური ღირებულებები დააზიანოს“, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ორგანიზაცია Amnesty International-მა ახალ კანონს „უნგრეთში LGBT ადამიანების უფლებების შავი დღე“ უწოდა.

ipn.ge

Share