Home » საზოგადოება » „უნდა ვიაროთ ისეთ ბალანსზე, რომ არც ეკონიმიკა დაზარალდეს და არც ადამიანების ჯანმრთელობა დადგეს საფრთხის ქვეშ“ – გიორგი ცუცქირიძე

„უნდა ვიაროთ ისეთ ბალანსზე, რომ არც ეკონიმიკა დაზარალდეს და არც ადამიანების ჯანმრთელობა დადგეს საფრთხის ქვეშ“ – გიორგი ცუცქირიძე

„უნდა ვიაროთ ისეთ ბალანსზე, რომ არც ეკონიმიკა დაზარალდეს და არც ადამიანების ჯანმრთელობა დადგეს საფრთხის ქვეშ”, – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკა კოვიდპანდემიასთან გარკვეულ ბალანსში უნდა მუშაობდეს. როგორც ცუცქირიძემ განმარტა, გასულმა ერთმა წელმა აჩვენა, რომ არც მკაცრი „ლოქდაუნი“ ვარგა და არც – რბილი.

„როგორც წინა პრესკონფერენციაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განვაცხადე, ჩვენი პოზიცია იყო, რომ მარტამდე კი არ ყოფილიყო გადადება, არამედ შეზღუდვები თებერვლის დასაწყისიდან მოხსნილიყო, ოღონდ არა ერთიანად, რასაც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები ითხოვდნენ, არამედ, ეტაპობრივად, ეკონომიკის სექტორალური ამუშავება მომხდარიყო.

რეალურად, მთავრობამ ზუსტად ეს მოდელი აიღო.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკის პირველი გაშვება თებერვლის პირველ კვირას მოხდა. დღეს შეზღუდვების მოხსნის უკვე მეორე ეტაპია. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება, ესაა ე.წ. კომენდანტის საათი, რეგულაციები შაბათ-კვირას, რაც ვაჭრობებს ეხება. უნდა აღვნიშნო, რომ როცა მეორე ტალღა იყო, ანალოგიური მოდელი ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიყენა.

ამიტომ ვამბობ, რომ ეკონომიკა უნდა მუშაობდეს კოვიდპანდემიასთან გარკვეულ ბალანსში. ეს რას ნიშნავს: ამ ერთმა წელმა აჩვენა, რომ არცერთი უკიდურესობა ვარგა, არც მკაცრი „ლოქდაუნი“ და არც რბილი. ის ქვეყნები, რომლებიც შედარებით რბილ „ლოქდაუნს“ მიმართავდნენ, იძულებულები გახდნენ, შემდგომში საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები შემოეღოთ.

ეს საკმაოდ წარმატებულ ქვეყნებს ეხებათ, სადაც მომსახურების სერვისები განვითარებულია: იქნება ეს იტალია, საფრანგეთი, ისრაელი და, რაც მთავარია, სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც რბილ შეზღუდვებს უჭერდნენ მხარს. რეალობა არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაიროთ ისეთ ბალანსზე, რომ ეკონიმიკაც არ დაზარალდეს და არც ადამიანების ჯანმრთელობა დადგეს დიდი საფრთხის ქვეშ. აქ საუბარია ვირუსის სწრაფ გავრცელებაზე, რომელმაც შეიძლება, ჯანდაცვის სექტორი დიდი პრობლემების წინაშე დააყენოს, საერთოდ ჩაკეტოს კიდეც“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მანვე განმარტა, რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკაზე.

„დღეს რა სიტუაცია გვაქვს, ეს არის საინტერესო. რა ზეგავლენა იქონია ამ ჩაკეტვებმა ეკონომიკაზე ეს შეიძლება, შევაფასოთ იმის მიხედევით, თუ რა შედეგებზე გავედით 2020 წელს. მარტში საკმაოდ მკაცრი „ლოქდაუნი“ იყო, შემდეგ ნოემბრის ბოლოდან მოხდა ჩაკეტვა. ამან ეკონომიკის აქტივობაზე გავლენა მოახინა. რეალობა არის ასეთი: გასულ წელთან შედარებით იანვარში ექსპორტი 16,2 %-ითაა შემცირებული. სხვათაშორის, იმპორტიც შემცირებულია ცოტა უფრო მეტით.

საინტერესო ისაა, რომ უარყოფითი სავაჭრო სარგო არის 41,2 %, რომელიც რეალურად გაუმჯობესებულიც კი არის იმის გამო, რომ იმპორტი უფრო მეტად შემცირდა. აქ მთავარი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად თანხვედრიაშია ექსპორტის შემცირებასთან“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 2,406.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტურობას ადასტურებს.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ექსპორტის შემცირება რეექსპორტის კლებით იყო განპირობებული, ადგილობრივი ექსპორტი კი 3.5 პროცენტით გაიზარდა. კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 2,406.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

რეალურად, რეექსპორტი შემცირდა. ეს კი ეკონომიკაზე პანდემიურ ზეგავლენასა და მიწოდების ჯაჭვების წყვეტასთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, რომ ავიღოთ ექსპორტი რეეექსპორტის გარეშე, ანუ ადგილბრივი ექსპროტი, ის არ არის შემცირებული. 3, 5 %-ითაა გაზრდილი, რაც ცალსახად გვაჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის მოცულობა იზრდება. აქვე ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: ზოგადად, ჩვენი ექსპორტის დინამიკა ბოლო 2-3 წლის მანძილზე თვალშისაცემია, რაც გარკვეულწილად არის იმ სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის შედეგია, რომელმაც ევროკავშირის ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანის მოცულობის ზრდა უზრუნველყო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამებმა ეკონომიკის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„არის პრეტენზიები და სხვადასხვა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის პროგრამა რამდენად იყო ეფექტიანი და „ლოქდაუნის“ პირობებში ეს ღონისძიებები ეკონომიკისთვის რამდენად იყო დამაზიანებელი. ამაზე ცოტა სუბიექტური და არასწორი ინტერპრეტაციებია. რეალურად, სხვადასხვა კვლევით, რომელიც მათ შორის საქართველოში ჩატარდა, ორი ფაქტორი უნდა გამოვყოთ: მთავრობის ღონისძიებების გარეშე რა შედეგი იქნებოდა და რადენად შეამცირა მან ეს ნეგატიური ფაქტორი. მაგალითად, აქ ვგულისხმობთ სოციალური დახმარებების პროგრამას, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, იგივე დროებით უმუშევართა დახმარების პროგრამებს. ეს ყველაფერი რომ არა, უმუშევრობა გაცილებით მაღალი იქნებოდა, დაახლოებით 2, 5-ჯერ მეტიც კი. მეორე: ზოგადად საშუალო შემოსავალი იქნებოდა არა დღევანდელ მაჩვენებელზე, არამედ მასზე გაცილებით ნაკლები, დაახლოებით 75 ლარითაც კი. სამთავრობო პროგრამებმა ეკონომიკის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბუნებრივია, მან ვერ შეაჩერა მთლიანდ ეკონომიკის ნეგატივი რომელიც კოვიდპანდემიამ გამოიწვია. ერთი რამ მინდა, ვთქვა: ვიცით, რომ 2020 წელს ეკონომიკის ვარდანაა 6 %, თუმცა, ანალოგიური, 6-დან 10 %-მდე ვარდნა არს ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაში. ამას გარდა, ჩვენ ძალიან პოზიტიური პროგნოზი გვაქვს. პირველი: FITC-ის რეიტინგის პროგნოზი, რომელიც სულ ახლანახას გამოქვეყნდა. ამის მიხედვით ორი რამაა მნიშვენლოვანი: პირველია შეფასება, თუ როგორ უყურებს Fitch-ი ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ Fitch-მა რეიტინგი იგივე დაგვიტოვა, რაც გასულ წელს გვქონდა. ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შეუმცირა რეიტინგები. ჩვენს შემთხვევაში ხაზია გასმული იმაზე, რომ Fitch-ი ჩვენი ეკონომიკის განვითარებას პოზიტიურად უყურებს „ქართული ოცნების“ ხელმეორედ არჩევის შედეგად. ანუ ხელისუფლებასადმი ნდობა კვლავ მაღალია. Fitch- ის მიერ არჩევნები არანაირი კითხვებს არ იწვევს, განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან, რომელიც დღემდე ბოიკოტის რეჟიმშია და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამას გარდა Fitch-მა ამ წლის პროგნოზი ძალიან პოზიტიურად შეაფასა . ზრდა 4, 3 % იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდა ამ ზრდის მაჩვენებლისა, 2022 წელს გვექნება კიდევ უფრო დიდი ზრდის მაჩვენებლი, დაახლოებით, 5 %-ზე მეტი.

დღეს, ფაქტობრივად, ეკონომიკა გაიხსნა ცალკეული შეზღუდვებთან ერთად, რომელიც ეკონომიკის ვარდანზე დიდ ზეგავლენას ვეღარ მოახდენს. რაც მთავარია, ეკონომიკური პრობლემების მთავარი მდგენელი მაინც კოვიდია. მთავარი ძალისხმევა, რომელიც ახლა მთავრობა შეუძლია, გააკეთოს, იქნება ვაქცინაციის პროცესის ოპტიმალურ დროში ჩატარება. პირველი ინფორმაციები დამაიმედებელია: რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინის პირველ პარტიას მივეღებთ. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაც იქნება ის, რომ მთავარი აქტივობა სწორედ ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

წყარო: kvira.ge

Share