Home » საზოგადოება » უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში სასწავლო პროცესი აღდგება

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში სასწავლო პროცესი აღდგება

1-ლი მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება.

„უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას 1-ლი მარტიდან შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Share