Home » მსოფლიო » უკრაინული ფრაქცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავს
უკრაინული ფრაქცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავს

უკრაინული ფრაქცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავს

უკრაინულმა ფრაქცია “სამოპოშმა” პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარსადგენად მიხეილ სააკასვილის კანდიდატურაზე იმსჯელა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე ეგორ სობოლევმა განაცხადა.

“ფრაქციაში განვიხილეთ სამი კანდიდატურა პრეზიდენტისთვის, “სახალხო ფრონტისთვის”, კოალიციის სხვა კოლეგებისთვის წარსადგენად. ამ კანდიდატებიდან ორი უცხოელია, მესამე კი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული”, – განაცხადა სობოლევმა.

ფრაქცია “სამოპოშმა” მმართველი კოალიცია 18 თებერვალს იმის გამო დატოვა, რომ უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი არ გადააყენა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი ამბიციები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე “პრემიერ-მინისტრის პოსტი”.

Share