Home » ბიზნესი » უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფი – ახალი სიტყვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში
უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფი - ახალი სიტყვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში

უკრაინულ ქართული საინვესტიციო ჯგუფი – ახალი სიტყვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებში

ინტერვიუ ქართულ – უკრაინული საინვესტიციო კომპანიის დირექტორ კობა ბოჭორიშვილთან

– ბატონო კობა, თქვენ ბრძანდებით ქართულ – უკრაინული საინვესტიციო კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელი და დირექტორი, გთხოვთ გვითხრათ, აღნიშნული კომპანიის შესახებ. ვინ არიან უკრაინელი პარტნიორები და ასევე რომ გვითხრათ მათი გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ…

– კომპანია გასულ წელს დავაფუძნეთ , ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაგვიჩნდა ინტერესი ჩავრთულიყავით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში როგორც ინვესტირების, ისე ტექნიკური მომარაგების, მშენებლობის მენეჯმენტის და ექსპერტიზის კუთხით, რაშიც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს. უკრაინული კომპანია ინტერექსი , რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია უკვე ორი ათეული წელია წარმატებით მუშობს ამ მიმართულებებით როგორც უკრაინის, ისე აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების : წყალმომარაგებისა და წყალარინების, გაზმომარაგების სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფა, მშენებლობა და შემდგომ ექსპლუატაციაში ელექტრონული სისტემების დანერგვაა.

კომპანიის პრიორიტეტია თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა ,როგორც ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ასევე არსებულის ქსელების რეაბილიტირების პროცესში. რისთვისაც ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან აღნიშნულ სექტორში.

– რამდენიმე დღის წინ თქვენი კომპანიის მიერ იქნა ორგანიზებული საინტერესო კონფერენცია, სადაც მსოფლიოში ცნობილი საინჟინრო პროდუქციის მწარმოებელი ბრენდები ადგილობრივ კომპანიებს შეახვედრეთ, გთხოვთ გვითხრათ ამ კონფერენციის და მისი შედეგების შესახებ.

– 19 აპრილს თბილიში ტექნოპარკში ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად გავმართეთ ტექნოლოგიური ფორუმი – ,,თანამედროვე ტექნოლოგიები მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებში”, სადაც თავი მოვუყარეთ აღნიშნულ სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს. ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ წყალარინების სისტემების და მისი მაკოპლექტებლების უმსხვილესი მწარმოებლები : ფრანგული TECOFI, ავსტრიული HAWLE… ჰიდროსაიზოლაციო კუთხით მომუშავე შვეიცარიული კომპანია წანდეხ და ფინური კომპანია წელესგარდ, იყვნენ მაღალ ტექნოლოგიური თუჯის მილების მწარმოებელი ირანული და უკრაინული კომპანიები და რაც მნიშვნელოვანია ფორუმზე წარმოდგენილი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებში დისტანციურად აღრიცხვის, მართვის და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ტექნოლოგიები. ქართული მხრიდან იყო ინტერესი სექტორში მომუშავე როგორც სახელმწიფო ისე კერძო კომპანიების. ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან ინფორმატიულია და მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, ვინაიდან ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება.

აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას” და მის ხელმძღვანელს ანი საბახტარიშვილს აღნიშნული თემებით ასოციაციის წევრი კომპანიების დაიტერესებისთვის.

– თქვენი კომპანიის პირველი პროექტი სწორედ ირანიდან სრულიად ახალი ტექნოლოგიით წარმოებული თუჯის მილების შემოტანას უკავშირდება, გთხოვთ გვითხრათ ამ პროექტის შესახებ

– რაც შეეხება ჩვენს პირველ პროექტს , ის ნამდვილად მასშტაბური გამოდგა. ჩვენი მთავარი დამკვეთი კომპანია GWP-ია , ვისი დაკვეთითაც ჩვენ უზრუნველვყავით სტრატეგიული პროექტის- 7 კილომეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის მშენებლობის მომარაგება – ირანული კომპანია Hanco-ს მაღალი სიმტკიცის თუჯის მილებითა და გერმანული VonRoll Hydro-ს მაკომპექტებლებით. პროექტი ხორციელდება თბილიში, თაბორის მთის ტერიტორიაზე . მშენებლობის პროცესში, რთული რელიეფიდან გამომდინარე კომპანიას მოუწია მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებამ. რასაც ჩვენი ექსპერტების დახმარებით თავი წარმატებით გავართვით და საქართველოში დაინერგა აბსოლუტურად ახალი სტანდარტი, მაღალ გაბარიტიანი მაგისტრანული წყალსადენების მშენებლობის.

– რა უპირატესობა გააჩნია თუჯის მილების გამოყენებას, სად შეიძლება იქნას გამოყენებული, რამდენად ადაპტირებულია ის ადგილობრივ პირობებთან, ანალოგიური ტიპის პროდუქციასთან მიმართებაში და რა უპირატესობა გააჩნია.

– რაც შეეხება თუჯის მილებს, ეს მართლაც საინტერესო შემოთავაზება ჩვენს ბაზარზე. თუჯი ტრადიციულად საუკუნეებია გამოიყენება და მისი გამძლეობა ეჭვს არ იწვევს. უბრალოდ კომპანია Hanco-ს მიერ შემოთავაზებული – მაღალტექნოლოგიური და მაღალი სიმტკიცის თუჯის მილები, ტრადიციულისგან განსხვავებით სარგებლობენ უპირატესობით, როგორც მისი მონტაჟის სიმარტივით ასევე მთლიანი ექსპლუატაცის ეკონომიით და რაც მთავარია მინიმუმ ას წლიანი გარანტიით. როცა ვსაუბრობთ ადგილობრივ რელიეფზე – სწორედ რომ ზედგამოჭრილია, ჩვენთან მთაგორიანი რელიეფია და მაღალი სეისმური ინტენსივობა. აღნიშნული პროდუქტი – მონტაჟის უნიკალური ტექნოლოგიით TAYTON – უპრობლემოდ ინარჩუნებს მდგრადობას მაღალი წნევის თუ სეისმო რყევების დროს. დღეს ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ინფრასტრუქტურულ პროექტებს უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადები ქონდეს ვიდრე აქამდე.

– თქვენი სხვა პარტნიორები ვინ არიან და რა ტიპის პროდუქციის შემოტანას ახდენთ მათგან.

– როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩვენ ვართ გენერალური წარმომადგენლობა მაღალი სიმტკიცის თუჯის მილების მწარმოებელი კომპანია Hanco-ს საქართველოში. აგრეთვე ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საინჟირნო მაკომპექტებლების მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს: თეცოფი, Hawle. ჰიდროიზოლაციური დამცავი ტექნოლოგიებს: ჭანდეხ, ჭელესგარდ. მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს Iთ სექტორში : OrionM2M და RICOM-ს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაზ და წყალმომარაგების სისტემების დისტანციურ მართვას და გაწეული სერვისის აღრიცხვას.

– რამდენად მზად არიან ადგილობრივი საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიები აღნიშნული საინჟინრო სიახლეების გასაზიარებლად და როგორია მათი გამოხმაურება.

– ქვეყანაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და, შესაბამისად, კომპანიების მხრიდანაც ინტერესიც მაღალია. სიახლების გაზიარება კი გარდაუვალი პროცესია, კონკურენცია აიძულებთ.

– თქვენი პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ როგორია თქვენი კომპანიის უახლოესი გეგემები და აპირებთ თუ არა რეგიონის ბაზრებზე გაფართოებას.

– უახლოეს გეგმებში თბილისში ლოგისტიკური ბაზის გაკეთებაა, სადაც ჩვენი პარტნიორების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ვაგრძელებთ მუშობას მწარმოებელ კომპანიებთან , რომლებიც საინტერესო იქნება ქართული ბაზრისთვის.

ესაუბრა ზაზა ხორბალაძე

Share