Home » მსოფლიო » უკრაინაში სხვადასხვა ტიპის სიგარეტის გაყიდვა მკაცრად შეიზღუდება

უკრაინაში სხვადასხვა ტიპის სიგარეტის გაყიდვა მკაცრად შეიზღუდება

როგორც გამოცემა obozrevatel.com წერს, უკრაინაში სხვადასხვა სუნის მქონე სიგარეტების, ასევე ნებისმიერი აალებადი და ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში აკირძალება. აიკრძალება ასევე ასეთი ტიპის პროდუქციის რეკლამირებაც.

შესაბამისი კანონპროექტები უკვე განიხილება უმაღლეს რადაში. ექსპერტები მხარს უჭერენ თითქმის ყველა დოკუმენტს, თუმცა მათ უფრო მეტად დამუშავებას მოითხოვენ.

დეპუტატები ელექტრონული სიგარეტისა და ელექტრონული სითხეების რეკლამის აკრძალვის იციატივით გამოდიან შემდგომ ობიექტებში:

  • რადიოსა და ტელევიზიაში;
  • საიტებზე, რომლებიც არ ამოწმებენ მომხმარებლების ასაკს;
  • ბავშვთა და მოზარდთა პუბლიკაციებში;
  • შიდა და გარე რეკლამების საშუალებით;
  • ტრანსპორტზე.

“აკრძალვა მოიცავს ყველა სითხეს და თამბაქოს ნაწარმს ელექტრო გათბობისთვის, მოწყობილობებს, რომლებიც თამბაქოს ნაწარმს მოიხმარენ წვის გარეშე. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ თავად პროდუქტებზე, არამედ ბრენდებზეც – სასაქონლო ნიშნებზე:  Glo logos, IQOS, Juul და სხვები ვერ განთავსდება სარეკლამო ობიექტებზე და მედიაში, ”- აცხადებს დოკუმენტის ერთ-ერთი ინიციატორი, “ხალხის მსახურის” დეპუტატი ალექსეი ჟმერენეცკი.

სანდრო პირველი

Share