Home » ახალი ამბები » უკრაინაში სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტები გამოუშვეს
უკრაინაში სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტები გამოუშვეს

უკრაინაში სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტები გამოუშვეს

უკრაინაში გამოუშვეს სასუვენირო მონეტები, რომელზეც ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია გამოსახული. მონეტები ათასლარიანი ნომინალით სპილენძის, ნიკელის, ვერცხლის და ოქროსგან არის დამზადებული და ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე იყიდება.

ავერსზე გამოსახულია სააკაშვილი და შავი ზღვის გეოგრაფიული რუკა, რომელზეც აღბეჭდილია უკრაინა და საქართველო. ნიკელისა და სპილენძისგან დამზადებული სუვენირის ფასი 850 გრივნაა, ოქროს მონეტები 35 000 გრივნა ღირს.

“ჩვენს პროექტს არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მიხეილის საქმით და გადავწყვიტეთ, რომ ის იმსახურებს ასეთ საჩუქარს დაბადების დღესთან დაკავშირებით (სააკაშვილი 21 დეკემბერს არის დაბადებული) და შეიძლება უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინაც”, – აცხადებს იდეის ერთ-ერთი ავტორი დენის რუდენკო.

Share