Home » მსოფლიო » უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია – დიმიტრი კულება

უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია – დიმიტრი კულება

უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება.

„უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა.

ჩვენ მუდამ მხარს ვუჭერდით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანი უჭერდა მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ეს პრინციპი ჩვენთვის აბსოლუტურად უცვლელი რჩება,“ – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, უკრაინა ძალიან წუხს იმის გამო, რაც ახლა კავკასიაში ხდება.

Share