Home » მსოფლიო » უგურ შაჰინი: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო

უგურ შაჰინი: Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო

კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ შაჰინმა განაცხადა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრიდან 9-12 თვეში ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდება საჭირო.

უგურ შაჰინის განმარტებით, უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში იმუნიტეტი მცირდება და საჭიროა მისი მესამე დოზით გააქტიურება.

„იმუნიტეტის გასძლიერებლად მესამე დოზა დაგვჭირდება, რათა მისი მაჩვენებელი 100%-მდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელმა.

15 აპრილს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში, შეიძლება ვაქცინის მესამე დოზის მიღება გახდეს საჭირო.

გარდა ამისა, ფარმაცევტული გიგანტის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დაუშვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა, შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

imedinews.ge

Share