Home » მსოფლიო » Uber კანაფის ბაზარზე შედის

Uber კანაფის ბაზარზე შედის

რამდენიმე თვის შემდეგ, რაც Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰმა CNBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია „აბსოლუტურად“ განიხილავს კანაფის მიწოდებას აშშ-ში, რეგულაციიდან გამომდინარე, Uber-მა პირველი ნაბიჯი გადადგა კანაფის ბაზარზე.

კომპანია კანადაში დაფუძნებულ კანაფის საცალო მოვაჭრე ფირმასთან, Tokyo Smoke დაიწყო თანამშრომლობა, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს კანაფის ონლაინ შეკვეთა ონტარიოში, კანადა, Uber Eats აპლიკაციის მეშვეობით.

მომავალი კვირის დასაწყისიდან, Uber Eats ჩამონათვალს Tokyo Smoke-ის პროდუქტები დაემატება „კანაფის“ განყოფილებაში.

მომხმარებლებს შეეძლებათ შეკვეთა ონტარიოში მდებარე Toyko Smoke-ის უახლოეს მაღაზიაში. ამ დროისთვის მომხმარებელს არ შეუძლია შეიძინოს ასეთი პროდუქცია მიტანის სერვისით. ამჟამად გაურკვეველია, გეგმავს თუ არა კომპანიას კანაფის ონლაინ შეკვეთის გაფართოებას კანადაში ან აშშ-ში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას არსებულ ბაზარზე რეგულაციებსა და შესაძლებლობებზე. როგორც ადგილობრივი და ფედერალური კანონები განვითარდება, ჩვენ გამოვიკვლევთ შესაძლებლობებს სავაჭრო ობიექტებთან, რომლებიც მუშაობენ სხვა რეგიონებში“, – განაცხადა Uber-ის სპიკერმა CNN Business-ს.

სანდრო პირველი

 

Share