Home » ბიზნესი » უბანი წყალზე – როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს

უბანი წყალზე – როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს

„გსურთ შეიძინოთ ბინა, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა, არქი ფიჭვები თამარაშვილზე!

12 წლამდე განვადება შემოსავლების დადასტურების გარეშე!

რეკრეაციული ზონა – 6,000 კვ.მ.

საბავშვო და დასასვენებელი ზონა

თანამედროვე დიზაინის ლობი

ულამაზესი პანორამული ხედები

ღია და დახურული ავტოსადგომი“, – ეს რეკლამა ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს შეხვედრია, რეკლამა რომელიც პოტენციურ მყიდველს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, პრემიუმ კლასის პროექტს სთავაზობს. „არქი ფიჭვების“ მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება, თუმცა ყველაფერი ისე იდეალურად არ არის როგორც დეველოპერული კომპანიის რეკლამაშია.

„კომერსანტს“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა, ისინი წლებია ძველ იპოდრომთან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. ,,არქის  წინააღმდეგ დავა წლებია სასმართლოშიც მიმდინარეობს,   მაგრამ პრობლემის მოგვარება ვერც ამ გზით მოახერდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე- ბიგი ჩხოლარია აცხადებს, რომ „არქი“ ჯგუფი და სხვა დეველოპერული კომპანიები ბიზნესს აკეთებენ, რის ხარჯზეც უარესდება როგორც ადამიანების ცხოვრება, ისე კლიმატი. ჩხოლარია ჰყვება, რომ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ჰიდრო სისტემა დარღვეულია, საპროექტო ტერიტორიაზე კი გრუნტის წყლებია აღმოჩენილი. მას არ უნდა, რომ ძველი იპოდრომის შესასლელი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას დაემსგავსო და დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი რეკრეაციული ზონა ბეტონის ჯუნგლად იქცეს. ადგილობრივები მაცხოვრებელი ყურადღებას თბილისის მერის, კახი კალაძისა და არქი ჯგუფის დამფუძნებლის ილია წულაიას მეგობრობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ უსამართლობის განცდა აქვთ, რადგან მათი თქმით, პრივილეგირებულ ბიზნესმენებს საქართველოში ყველაფრის უფლება აქვთ.

„კომერსანტმა“ თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეების სარჩელები მოიპვა, სადაც დავის არსზე და ფაქტობრივ გარემოებებზეა ყურადღება გამახვილებული.

ერთ-ერთი მოსარჩელე ქეთევან ყიფშიძეა. მშენებლობის შედეგად,  მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, საპროექტოს მომიჯნავედ მდებარე კორპუსს ბზარები გაუჩნდა. აღნიშნულ საკითხზე დამატებით ექსპერტიზის დასკვნაცაა წარმოგენილი. სარჩელში ვკითხულობთ, რომ კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს დამკვეთს, რომ მშენებლობის დაწყებამდე ჩაატაროს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კვლევა. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მომიჯნავე შენობაზე არსებული ბზარები ცალსახაა, დამკვეთის მიერ აღნიშნული კვლევა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შეთანხმებული მშენებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს იქ მცხოვრების ადამიანების სიცოცხლეს და მათი საცხოვრებელი სახლების მდგრადობას.

კიდევ ერთი ადგილობრივი მოსახლე რომელიც სასმართლოს გზით ცდილობს სამართლიანობის აღდგენას ალექსანდრე გოგინაშვილია. მის მიერ მომზადებულ სარჩელში ვკითხულობთ:

„ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება წარმოადგენს ჩვენს კონსტიტუციურ, ფუნდამენტურ უფლებას. შესაბამისად, სადავო აქტების შედეგად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუარესება, მოძრაობის გადატვირთვა, მწვანე ნარგავების განადგურება, ჰაერის დაბინძურება, მშენებლობის ეტაპზე ბენზინგასამართი სადგურების გაუთვალისწინებლობა და მათ მიმდებარედ მშენებლობის განხორციელებით პროვოცირებული საფრთხე, საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გელოგიური პირობების არასათანადოდ შესწავლა და ამის შედეგად მოსარჩელის საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისთვის საფრთხის შექმნის რისკი, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ეს ზიანი იმდენად ცალსახაა და იმდენად ხელყოფს მოსარჩელის ფუნდამენტურ უფლებებს, ფარავს თუნდაც დამკვეთის კანონიერი ნდობის პრინციპს“ , – წერია დოკუმენტში.

სხვადასხვა დარღვევაზე საუბრობს კიდევ ერთი მოსარჩელე კონსტანტინე ჩხოლარია. მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები იმდენადაა დარღვეული, რომ მიმდებარედ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ტერიტორიაზე სახანძროს მანქანა ვერ გადაადგილდება. სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბაომაზე საქმეში არსებობს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დასკვნაც.

კონსტანტინე ჩხოლარია აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა ისე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები.

თბილისის მუნიციპალიტერის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ნებართვა მწვანე ნარგავების მოჭრისათვის;

ექსპერტიზის დასკვნები;

მომიჯნავედ მდებარე შენობა-ნაგებობის კვლევის დასკვნები;

მომიჯნავე მრავალსართულან ბინებთან მისასვლელი გზის გეგმა;

ცენტრალურ მაგისტრალთან დასაკავშირებელი გზის გეგმა;

საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შემავალ მოქმედ კანონმდებლობასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და სტანდართებთან.

მშენებლობის ნებართვა ზიანის მომტანი იყო თუ არა სხვა პირისთვის, არამედ მეზობლისთვის.

მოსარჩელეები დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან და საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ მისამართზე გაცემული მშენებლობის ნებართვის შემადგენელ ნაწილებს. სწორედ ამიტომ კომერსანტი სადვაო მშენებლობებზე არსებულ დარღვევებს უცვლელად გთავაზობთ.

1. არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივნისს ბრძანებით ვიქტორ მარგველაშვილს უარი ეთქვა ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. 13-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაპის დადგენაზე. უარის თქის მოტივად მითითებულია შემდეგი: „მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს, ასევე, მიწის ნაკვეთს არ გააჩნია მისასვლელი სამანქანო გზა, მოქმედი კანონმდებლობა კი ითვალისწინებს შენობა–ნაგებობების პროექტირებისას სხვადასხვა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვას, როგორიცაა მაგალითად ხე–ნარგავების შენარჩუნება, მინიმუმ ერთი სამანქანო გზის არსებობა, მანქანების პარკირება და სხვა;

ამდენად, 2013 წლის 26 ივნისის მდგომარეობით არქიტექტურის სამსახურის პოზიციით ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. 13-ში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება არ იყო მიზანშეწონილი ორი ძირითადი გარემოების გამო: 1) მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სარეკრეაციო სივრცეს – აქტიურად მოწესრიგებულ გამწვანებულ ტერიტორიას; 2) მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა სამანქანო გზა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოებები 2013 წლიდან დღემდე უცვლელია, არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 3 ივლისის N1368426 ბრძანებით შეიცვალა პოზიცია და ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. 13-ში გაპის დადგენაზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა გაპი გაიცა კონკრეტული პირობით – ტერიტორიაზე ხე-მცენარეები უნდა შენარჩუნებულიყო სრულად. არქიტექტურის სამსახური ამ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ზონალური საბჭოს რეკომენდაციას, რომელმაც გაპის დადგენა მიზანშეწონილად მიიჩნია მხოლოდ მითითებული პირობით.

 2014 წელსვე დამკვეთმა მოითხოვა არსებულ გაპში ცვლილება და მიუთითა, რომ ხე-ნარგავების სრულად შენარჩუნება არის შეუძლებელი. გაპში ცვლილებაზე მას ეთქვა უარი და საბჭოს რეკომენდაციაში ისევ მიეთითა, რომ საჭირო იყო ხე-ნარგავების სრულად შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

2. 2018 წლის 17 ივლისს დამკვეთმა მოითხოვა გაპში შენობის ფუნქციის ცვლილება, კერძოდ, მრავალფუქციურის ნაცვლად, მრავალბინიანი სახლის დაფიქსირება. გაპში ცვლილება განხორციელდა მეორე დღესვე, 2018 წლის 18 ივლისს. აღსანიშნავია, რომ ამ აქტის გაცნობის თარიღად ფიქსირდება 2019 წლის 9 თებერვალი.

 2018 წლის 17 ივლისსვე (ისე, რომ დამკვეთისათვის არ იყო ცნობილი გაპში ცვლილების მოთხოვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება) მოხდა განაცხადის გაკეთება პროექტის კორექტირების მოთხოვნით, სადაც მიეთითა, რომ არ იცვლებოდა არაფერი, გარდა ფუნქციისა. პროექტშიც განხორციელდა კორექტირება და ნაცვლად მრავლფუნქციურისა, შენობას განესაზღვრდ  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სტატუსი.

 აღსანიშნავია, რომ პროექტის კორექტირებისას არ შეცვლილა არაფერი გარდა ერთი სიტყვისა: მრავალფუნქციურის ნაცვლად ჩაიწერა მრავალბინიანი. აღნიშნული ცვლილების ერთ დღეში, უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში შეტანის ერთადერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ მრავალფუნქციური შენობა, როგორც მოგეხსენებათ, ექვემდებარება სავალდებულო სახანძრო ზედამხედველობას და მისი პროექტის შეთანხმებისას საჭიროა არქიტექტურის სამსახურმა საქმეში ჩართოს სსიპ – საგანეგბო სიტუაციების მართვის სააგენტო, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორცილებულა.

 ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ე ქვეპუნქტის თანამხად, მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები, კომპლექსები და ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები 300 მ2-ზე მეტი ფართობით, 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროს, ტურისტული ბაზის, სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და კემპინგის შენობა-ნაგებობები, ხოლო ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-13 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

 კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საპროექტო დოკუმეტაციის თანამხად, ასაშენებლი ობიექტი თავისი ფუნქციურ გეგმარებითი კომპონენტის გათვალისწინებით წარმოადგენს მრავალფუქციურ კომპლექს/შენობას (რაც შემდგომ შეიცვალა). აღნიშნულის თაოაბაზე, სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია პირდაპირი მითითება, კერძოდ ხსენებული აქტით გაცემულია მშნებელობის ნებართვა მრავალფუქციური კომპლექსის/შენობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე და იგი მოიცავს როგორც საცხოვრებელ ისე საზოგადოებრივ ობიექტებს. დასახელებულ გარემოებაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საპროექტო შენობა-ნაგებობა მოაზრებული უნდა იქნეს სახელწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებულ ობიეტქტებს შორის.

საპროექტო ობიექტების ფუნქციური დანიშნულების (მრავალფუნქციური) გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორაგნო ვალდებული იყო ადმინიტრაციული წარმოების პროცესში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რაც თავის მხრივ, ემსახურება ადამიანის სიცოხლისა და ჯანმრთელობის როგორც განსაკუთრებული ღირებულების მქონე სამართლებრივი ნაწილის დაცვას.

აღსანიშნავია, რომ ამავე აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჩივარი ჰქონდა წარდგენილი კონსტანტინე ჩხოლარიას, რომლის საჩივრის განხილვის ეტაპზე, ვიდრე პროექტში განხორციელდებოდა ფუნქციის ცვლილება, მერიის იურიდიული სამსახურის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან. საგანგებოს წერილით დგინდება, რომ დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, თუმცა მას შემდგომ რაც შენობა-ნაგებობის ფუნქციად მიეთითა მრავალბინიანი სახლი, იგი აღარ წარმოადგენს სავალდებულო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტს. თუმცა აქ ჩნდება ერთი კითხვა, თუ პროექტი, რომლის მიხედვითაც შენდება საცხოვრებელი კორპუსი, ეწინააღმდეგება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს და დადგენილია, რომ მასში მრავალფუნქციური შენობის მითითების პირობებში,ეს დარღვევა არსებობდა, შემდგომ, პროექტში მხოლოდ ერთი სიტყვის შეცვლამ როგორ უზრუნველყო მისი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა? რა თქმა უნდა, დარღვევა დარჩა დარღვევად და პროექტს ეწერება მრავალფუნქციური თუ არა მრავალბინიანის სტატუსი არის ის, რომ მისი შეთანხმებისას არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

აღნიშნულთან, დაკავშირებით ასევე განვმარტავთ, რომ მართალია კონკრეტულად მრავალბინიანი სახოვრებელი სახლი ზემოაღნიშნულ კანონში მითითებული არ არის, თუმცა ,,სამოქალაქო უსაფრხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სახელწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებულია 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, მიმდინარე მშენებლობა წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონის დაქვემდებარებაში არსებულ შენობა-ნაგებობას. გადრა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილების შეტანამდე პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა, რომელიც მოიცავდა არამარტო საცხოვრებელ ბინებს, არამედ კომერციულ და საოფისე ფართებსაც. დღეის მდგომარეობით პროექტში ცვლილება შეტანილი იქნა მხოლოდ სახელწოდებაში და ფაქტობრიბად შენობა-ნაგებობა კვლავ არის მრავალფუნქციური. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სადაო ნებართვის გაცემაში ადმინისტრაციული ორგანო არის დაინტერესებული და ყველანაირი გზით ცდილობს  კანონს შეუსაბამოს ზემოაღნიშნული ბრძნებები, რაც  უკანონოა.

 3. აღსანიშნავია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 7000 კვ.მ-ს. 59-ე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით კი 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთის განაშენიანების შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონდმებლობით, ხდებოდა გრგ-ს დამუშავება, მოცემულ შემთხვევაში, გრგ-ს დამუშავება განხორციელდა მასში ცვლილების შეტანის თაობაზე. განცხადებები www.tas.ge-ს მონაცემების ახლაც განხილვის პროცესშია, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტის ამ ტერიტორიაზე ამუშავებდა გრგ-ს, გაურკვეველია რის საფუძველზე დადგინდა საპროექტო მიწის ნაკვეთზე გაპი. გრგ-ს დამუშავების პროცესშიც, გაპის დადგენა კანონმდებლობის საწინააღმდეგოა, შესაბამისად, ეს გარემოებაც, სადავო აქტების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობაზე მეტყველებს.

4. აღსანიშნავია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთს არ აქვს მისასვლელი გზა. ერთადერთ მისასვლელს წარმოადგენს სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ სერვიტუტის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეების მიერ, მსგავსი გაბარიტების კორპუსის მშენებლობა სერვიტუტზე დაყრდნობით, მოკლებულია ყოველგვარ არგუმენტაციას.

სადაო მშენბელობის ნერათვის გაცემის დროს არ არის გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის 07.09.2015 წლის N6376 მომართვა, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო სამსახური იძლევა მითითებას – წინადადებას რომ,, გე- ერ-გე“-ს დამტკიცება არ მოხდეს მანამ, სანამ არ იქნება საექსპერტო დასკვნა, ახალი კომპლექსის ძირითად გზასთან დამაკავშირებელი და შიდაკვარტალური გზების გამტარუნარიანობის შესახებ, ასევე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც ნებართვის გაცემის დროს (და არც შემდგომ) არ არის წარგდენილი. ამასთან დაკავშირებით ავღნიშნავთ, რომ პროექტების უარყოფა, ხდება სწორედ, იმის გამო, რომ მრავალსრთულიან მშენებარე კომპლექსებს არ ჰქონდათ გამჭოლი გზა.  კონკრეტულ შემთხვევაში კი, სადაო მისამართზე მიმიდინარე მშენებლობა მდებარეობს  ჩიხში, რომელიც ესაზღვრება ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის  ვიწრო გზატკეცილს.

 5. აღსანიშნვია ასევე გეოლოგიური დასკვნა, რომლის საფუძველზეც არის გაცემული მშენებელობის ნებართვა. აღნიშნული დასკვნის რელევანტურობა არის საეჭვო და მისი საექსპერტო შეფასებისთვის, კონსტანტინე ჩხოლარიას სარჩელის ფარგლებში (საქმის N)  სასამართლოს მიმართული აქვს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის. აღნიშნული ექსპერტიზის დაკსვნის მომზადების შემდეგ, დოკუემნტურადაც ცხადი შეიქმნება გეოლოგიური თვალსაზრისით თუ რა ვითარებაა ადგილზე: საპროექტო შენობა ფაქტობრივად შეთანხმებულია წყალზე, 93 წლის გეოლოგ გუგა ჭოხონელიძეს კი ტერიტორია არათუ ადგილზე არ უნახავს, არამედ ცნობილი ფაქტია, რომ მას გელოგიური კვლევა აქვს ჩატარებული ათეულობით წლების წინ და დასკვნებს გასცემს სწორედ წლების წინ ჩატარებული კვლების საფუძველზე, რაც სრულიად წარმოუდგენელი ფაქტია. მას შემდეგ, რაც კონსტნანტინე ჩხოლარიას სარჩელის ფარგლებში მოვოპვებული იქნა დასკვნა სამხარაულის ბიუროდან, აღნიშნულ დოკუემენტს ამ საქმეზე დასართავადაც წარმოადგინეს.

 6.      მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომიჯნავედ მდებარე კორპუსს მიმდინარე მშენებლობის შედეგად გაუჩნდა ბზარები. მომიჯნავე შენობების მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით მაცხოვრებელებმა მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს დამკვეთს, რომ მშენებლობის დაწყებამდე ჩაატაროს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კვლევა. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მომიჯნავე შენობაზე არსებული ბზარები ცალსახაა, დამკვეთის მიერ აღნიშნული კვლევა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შეთანხმებული მშენებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს და მათი საცხოვრებელი სახლების მდგრადობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სადავო ბრძანებები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ისინი პირდაპირ, უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინეტერსებს, რის გამოც, ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი“, – ნათვქამია სარჩელში.

 მედიაჰოლდინგი დაინტერესდა რა ეტაპზეა ახლა სასამართლო პროცესი. საკითხზე ადგილობრივების უფლებადამცველის პასუხი შემდეგია:

 „საქმის წარმოების პროცესში ჩვენს მიერ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 14.05.2019 წელს დანიშნული იქნა  საინჟინრო (მათ შორის გეოლოგიური) ექსპერტიზა. მიუხედავად ჩვენი არაერთი სატელეფონო ზარისა, მათ შორის სასამართლოს მიერ განხორცილებული ზარებისა (ვინაიდან ექსპერიზისათვის მასალები გადაგზავნილი იქნა სასამართლოს მიერ) ექპსტერის მიერ დასკვნა მომზადებული იქნა 25.03.2020 წელს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტისა და ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელთა განმარტებით დასკვნების მომზადება ვერ ხერხდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში საქმეთა სიმრავლისა და ექსპერტთა სიმცირის გამო.

 კონკრეტულად ჩვენს მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე მოგახსნებთ აგრეთვე იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი ველოდეთ დასკვნას, მისი ჩაბარების შემდგომ აღნიშნული დასკვნა წარდგენილი იქნა სასამართლოში. ვინაიდან მოპასუხე მხარეს, შპს ,,გრინ სიტი“-ს არ მოეწონა დასკვნის შინაარსი, ამიტომ მათ მიერ 23.06.2020 წელს თავიდან დაინიშნა ექსპერიზა იმავე მისამართზე და იმავე შეკითხვებით, თუმცა წარდგენილი იქნა სხვა დოკუმენტაცია.

 აღსანიშავია, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შპს ,,გრინ სიტი“-სათვის დასკვნა მომზადებული იქნა 02.07.2020 წელს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასკვნა აბსოლიტურად საპირისპო ინფორმაციას მოიცავდა წინა დასკვნასთან შედარებით. მნიშვნელოვანი ისიც, რომ ექსპერტიზის მომზადებამდე არქიტექტურის სასმახურის მიერ მშენბელობაზე გაიცა ახალი ნებრთვები, ამიტომ მოგვიწია სარჩელის დაზუსტება. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ საქმე არ არის დასრულებული დღემდე“, – აცხადებს იურისტი.

 მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ აღნიშნულ საკითხებზე სასუბროდ არქის დამფუძნებელს ივლიანე წულაიას დაუკავშირდა, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატმა ჩვენს ზარს არ უპასუხა.

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობა დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს, მეტიც პროექტები დასასრულისკენ მიდის და ძალიან მალე თბილისს კიდევ ერთი ელიტური უბანი ექნება, უბანი წყალზე.

წყარო: commersant.ge

Share