Home » მსოფლიო » უახლოეს წლებში, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 10 წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

უახლოეს წლებში, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 10 წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ წერს, უახლოეს წლებში, აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში 10 წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება.

ამის შესახებ სააქციო საზოგადოება “აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყლის ეკონომიკის თავმჯდომარის მოადგილემ”, რაფიგ ასლანოვმა განაცხადა “გერმანულ-აზერბაიჯანული სტაბილურობის პირველ ფორუმზე”.

მისივე თქმით, ახალი წყალსაცავების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და პროექტის შემუშავება დასრულდება წელს.

“დიდი ალბათობით, იენჯიას და ალინჩაჩაის წყალსაცავების მშენებლობა დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან”, – აღნიშნა სს მელიორაციისა და წყლის მართვის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაფიკ ასლანოვმა.

მისივე თქმით, დარჩენილი წყალსაცავების მშენებლობა დაიწყება 2023 წელს, ეს პროცესი დაფინანსდება სახელმწიფოს სახსრების ხარჯზე.

სანდრო პირველი

Share