Home » მსოფლიო » თურქეთში Twitter-თან, Facebook-სა და WhatsApp-თან წვდომა შეიზღუდა
თურქეთში Twitter-თან, Facebook-სა და WhatsApp-თან წვდომა შეიზღუდა

თურქეთში Twitter-თან, Facebook-სა და WhatsApp-თან წვდომა შეიზღუდა

თურქეთში Twitter-თან, Facebook-სა და WhatsApp-თან წვდომა შეიზღუდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამივე ონლაინ სერვისი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც თურქეთში პროქურთული ოპოზიციური პარტიის, „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ ორი თანათავმჯდომარე და 11 დეპუტატი დააკავეს.

სალეჰათან დემირთაში და ფიგენ იუქსეგდაგი თურქმა სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებში, სადაც მეტწილად ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს, ინტერნეტი გათიშა.

ტელეკომპანია „ბიბისი“-ს ცნობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერნეტით ვერ სარგებლობდა 6 მილიონამდე ადამიანი.

Share