Home » საზოგადოება » „თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ტვირთრუნვის რისკები უნდა დააზღვიოს“
„თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ტვირთრუნვის რისკები უნდა დააზღვიოს“

„თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ტვირთრუნვის რისკები უნდა დააზღვიოს“

“თუ სახელმწიფოსთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ მთავრობამ ანაკლის განვითარების კონსორციუმს ტვირთრუნვის რისკები უნდა დაუზღვიოს“, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

როგორც ცნობილია, მთავრობა ამტკიცებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და დიდი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებისგან, მაგრამ უშუალოდ ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაზე უარს ამბობს.

„ორი მომენტია – როგორც მხოლოდ ბიზნეს პროექტი არ უნდა დააზღვიოს, მაგრამ პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის თუ არის, მაშინ შეიძლება… სხვა შემთხვევაში, ყველა ბიზნესს შეუძლია მოითხოვოს მსგავსი რამ – ხორბალი თუ არ გაიყიდა, დამიზღვიე, შენ იყავი პასუხისმგებელი; ექიმმა თუ არ გამიკეთა, კერძო საავადმყოფოში ოპერაცია, შენ გამიკეთე, ასე არ გამოვა… ანუ თუ საკითხი ისეა, რომ კი კერძო ბიზნესი, კონსორციუმი მართავს, მაგრამ ანაკლიის პორტი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თავდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება, სახელმწიფო სიმდიდრეა ანუ თუ სახელმწიფოს სჭირდება ეს, სახელმწიფოც უნდა იყოს პასუხისმგებელი და თუ სახელმწიფოს არ სჭირდება ანუ მხოლოდ როგორც ბიზნეს პროექტს ისე უყურებს, მაშინ ბიზნესი უნდა იყოს პასუხისმგებელი (იგულისხმება ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევა“, – განაცხადა ჭყონიამ.

შეგახსენებთ: მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 400 მლნ დოლარის მოზიდვის ვადა, რომელიც 15 ივნისს იწურებოდა,  6 თვით გაუხანგრძლივა.

BMG
Share