Home » ეკონომიკა » “თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში”
"თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში"

“თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში”

“მინდა მოსახლეობას განვუმარტო ციფრებთან და საერთოდ ქართულ ეკონომიკისასთან დაკავშირებული მდგომარეობა”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გამოსვლისას განაცხადა.

კოვზანაძემ საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულ ბოლო ტენდენციებზე ისაუბრა.

“თუ სადმე აქვს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმაატება, ეს არის პირველ რიგში  ქართულ ეკონომიკაში. კვარტალური ციფრები ეკონომიკური ზრდის, მოგეხსენებათ გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.2%, მარტში კი 5.5% შეადგინა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ბოლო პერიოდში საერთოდ ყოფილა.

სახელმწიფო ბიუჯეტით საერთოდ დადგენილი გვაქ 4.5%, ამ თვალსაზრისით წინსწრებით მივდივართ, საუკეთესო მაჩვენებლი გვაქვს.

სახელმწიფო ბიუჯეტს რაც შეეხება, დაზუსტებული ინფორმაციით 221 მილიონით მეტი მივიღეთ ვიდრე დაგეგმილი გვქონდა კვარტალური მონაცემებით.

უმნიშნელოვანესი მაჩვენებლებია ბოლო 2 წელიწადში დაფიქსირებული მაჩვენებლები. ქართული ექსპორტი იმპროტს წინსწრებით უსწრებს, რაც ადრეც არ ყოფილა. პრაქტიკულად 25%-ით იზრდება ქართული ექსპორტი იმპორტთან მიმართებაში. იმპორტი კი 13.5%-ით.

შარშანდელი ციფრებით საქართველომ ტურისტები 6 მილიონი მიიღო და შემოსავლები აქედან 3 მილიარდი დოლარი არის.

ინფლაცია, რომელიც შარშან აწუხებდა საქართველოს, ამ მიმართულებით პრაქტიკულად წელს გვაქვს კარგი მაჩვენებელი. აპრილში საერთოდ დეფლაცია მივიღეთ და საქართველოს ეროვნული ბანკი უზრნულველყოფს, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია იყოს იმ ფარგლებში რაც დაგეგმიილი გვაქვს. პრაქტიკულად 3.5% ფარგლებში გვაქვს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს.

მთელი 2017 წლის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეუმჯობესებინა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 12%-ის ფარგლებიდან ჩამოგვივიდა 8%-ზე. ეს არის თითქმის 530 მილიონით გაუმჯობესება, ამ გაუმჯობესებამ მოგცვა შესაძლებლობა დაგვესტაბილურებინა ქართული ლარი. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა საქართველოს ეკონომიკა.

თუ რაიმე როვოლუციური მოხდა საქართველოში, ეს ესტონური მოდელის დამსახურებაა. ესტონურმა მოდელმა მოგვცა შესაძლებლობა 500 მილიონზე მეტი დარჩენილიყო საქართველოს ეკონომიკაში. ამით საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ის რომ ქართულ ბიზნესში დარჩენილიიყო 500 მილიონზე მეტი, რამაც დამატები სამუშაო ადგილები შექმნა.

მე მინდა შეგახსენოთ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გატარდა: დეპოზიტების დაზღვევა, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ საპენსიო რეფორმები კაპიტალის ბაზარში. ეს არის ქართული ეკონომიკის სიჯანსაღისკენ მიმართული რეფორმები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ის წარმატებული რეფორმები,  რომელსაც ჩვენ ვატარებთ და გამოხატულია ეს ყველაფერი ციფრებში და ეს არის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკაში”, – განაცხადა კოვზანაძემ.

შოთა ხაფავა

Share