Home » საზოგადოება » ცუცქირიძე სააკაშვილზე: მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!

ცუცქირიძე სააკაშვილზე: მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!

როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, – წერს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად თავად „ნაცოპოფლანგის“ მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა.

„ჩემი პოზიცია ნამახვანჰესზე, ისედაც ცნობილია. ნებისმიერი მსხვილი პროექტი და კონტრაქტის პირობები საზოგადოებისათვის მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახდეს, მთავარი პრობლემა მაინც გრძელვადიანი სტრატეგიის არქონაა, რომელიც ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრავდა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, საერთაშორისო ტენდენციებთან და განსაკუთრებით მწვანე ენერგის ერთიან კონტექსტში, თუმცა პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამ თემის ინტერპრეტირების, განსაკუთრებით მისი პოლიტიზირების თვალსაზრისით.

ვერ ააგორეს რა თბილისში აქციები, ახლა მაშველ რგოლად თავად ნაცოპოფლანგის მთავარი მენტორი მიხეილ სააკაშვილი ჩართეს და გულმხურვალე ბუნების დამცველადაც მოგვევლინა. ამ ადამიანის ტრანსფორმაციის და გარდასახვის უნარი გასაოცარია. როდესაც პრეზიდენტი იყო, მსხვილი ჰესების აშენებას ღიად უჭერდა მხარს და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტადაც მიაჩნდა, ახლა კი მწვანეთა მოძრაობის მანტია მოირგო და საკუთარი ფბ გვერდიდან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, პროზაული მოწოდებით – ხელები შორს ქართული ბუნებისაგან.

რაც მთავარია მისთვის ახლა თურმე გაცილებით პრიორიტეტული საქართველოს ბუნების გადარჩენა გამხდარა, ვიდრე თურქეთისათვის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

ერთიც უნდა ითქვას, მის ბუნებისადმი გაღვიძებულ სიყვარულს თავი რომც დავანებოთ, მისი პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნის მთელი ენერგეტიკა, რომ ოკუპანტ რუსეთს მიჰყიდა, ეგ რომელ პატრიოტულ ნარატივში იჯდა?!, ან თუნდაც დღეს მის მიერვე მართული ნაცმო, რუსეთთან ღია ფლირტში არაერთგზის შემჩნეულ პოლიტსუბიექტებთან ერთად, რადიკალიზაციით და დესტაბილიზაციით, რომ ცდილობს ქვეყნის არევას?“ – წერს ანალიტიკოსი.

ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ტრადიციულად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.

Share