Home » საზოგადოება » წყარო უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან – თეა გოდოლაძე იტყუება

წყარო უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან – თეა გოდოლაძე იტყუება

თეა გოდოლაძის ტყუილებს წერტილი დაესვა. წლების განმავლობაში მიწისძვრებზე ინფორმაციის დამალვა და მიზეზად საერთაშორისო პარტნიორების ხელშეკრულებებზე აპელირება, სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს აღარ გამოუვა.

უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრთან დაახლოებულ პირს მივმართეთ რამდენიმე კითხვით, რათა თეა გოდოლაძის განცხადებების სისწორე გადაგვემოწმებინა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ მეცნიერებისთვის მიწისძვრებზე ინფორმაციის მიწოდების უარის საბაბად, თეა გოდოლაძე ყველა განცხადებაში, შეპასუხებასა და ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან დადებულ ხელშეკრულებას ასახელებდა. კერძოდ კი,  უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრთან დადებულ ხელშეკრულებებს, რომელიც 2017 და 2019 წლებით თარიღდება. ამ ხელშეკრულებების პირობებზე და თანხებზე თეა გოდოლაძე წლების განმავლობაში დუმდა.

ათიოდე დღის წინ კი გაირკვა, რომ უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრიდან აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტის დაფინანსებით, თეა გოდოლაძეს 7 000 000 ლარზე მეტი  აქვს მიღებული და როგორც ყველა სხვა თანხის, ამ კონტრაქტების ბედიც სრულიად გაუმჭვირვალეა. ამას დაუმატეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებით მიღებული 5 500 000 ლარი და 2021 წელს რუსთაველის ფონდიდან 4 სადგურის შეძენისთვის გამოყოფილი თანხა – 340 000 ლარის ოდენობით. ახლა შედით სეისმური ცენტრის ვებ-გვერდზე და კარგად დაათვალიერეთ სეისმური სადგურების მდგომარეობა. შედეგით განცვიფრებული დარჩებით, რადგან სადგურების უმეტესობა სრულყოფილად არ ფუნქციობს და საერთაშორისო სეისმურ ცენტრებში გადაცემული ინფორმაცია ხარვეზიანი და ნაკლიანია, რადგან 3 და მეტი სეისმურობის მიწისძვრის დაფიქსირებას ახდენს მხოლოდ რამდენიმე (ხშირ შემთხვევაში 3-5) სადგური, ნაცვლად 42-ისა.

კატასტროფული მდგომარეობაა!

ჩვენს წინაშეა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების უაზროდ გაფლანგვისა და დატაცების ანთოლოგია. გასაკვირი არ არის, რომ თეა გოდოლაძის საქმიანობით არამარტო სახელმწიფო აუდიტი, არამედ პროკურატურაც დაინტერესდეს.

ვფიქრობ, სქემა აქაც იგივეა, როგორც ეს არაერთ ქეისში იყო აქამდე. სახელმწიფო ბიუჯეტით საყიდელი სადგურები, შესაბამისი კონტროლის არარსებობის გამო, შესაძლოა,  გრანტით ნაყიდი სადგურებით ჩანაცვლდეს (ვინ უყურებს სადგურების საპასპორტო მონაცემებს და სადღაც მთაში განთავსდა თუ არა სადგურები, მითუმეტეს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე ასეთი სადგურებიდან მხოლოდ 3-ის ფოტოა – თუშეთის, უჯარმის და ჯიმითის ფოტოებია განთავსებული და სხვა უამრავი არც არის გადაღებული), ხოლო ასეთი ოპერაციის შედეგად გამოთავისუფლებულ იფული, შეიძლება ივარაუდო, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაფინანსებას ხმარდება.

პოლიტპარტიისთვის კლანის მმართველის მხრიდან შეწირულობის სახით გვარიანი თანხის გადარიცხვა უკვე დადასტურებული ფაქტია და შესაბამის დოკუმენტებს შემდეგ ბლოგპოსტში წარმოგიდგენთ, თუ მანამდე თავად თეა გოდოლაძემ არ გამოქვეყნა ეს ინფორმაცია.

ერთ-ერთ პირველ ბლოგში ვწერდი, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ყოფილი უფროსის, ზურაბ ჯავახიშვილის მიერ შექმნილ კლანზე, რომელიც უკვე ათწლეულებია სეისმური მონიტორინგის ცენტრს კურირებს და  პარალელურად კერძო ბიზნესსაც, რომლის სამი დამფუძნებელი (მათ შორის, თეა გოდოლაძეც) ერთიმეორეს მიყოლებით სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი გახდა. სქემა, რომელიც ამ ორგანიზებულმა კლანმა ჩამოაყალიბა სრულიად გაიშიფრა, მათ შორის, ის საკითხიც, თუ სად მიდიოდა კლანის მიერ მოხვეჭილი თანხები. უსაფრთხოების ბალიშად, როგორც ჩანს, კლანმა პოლიტიკური პარტია აირჩია. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი გადაწყვეტილებაა თავშესაფრის ძიებისთვის განწირული დაჯგუფებისთვის.

თუმცა, ამაზე მოგვიანებით, არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ, დამშვიდებულად და აუღელვებლად.

მანამდე ისევ უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს დავუბრუნდეთ. შეგახსენებთ, რომ მეცნიერების დიდი ნაწილი 2012 წლიდან დღემდე სამართლიანად ითხოვს 3-ზე ნაკლები სეისმურობის მიწისძვრების შესახებ ინფორმაციის გადაცემას. ეს მათ როგორც სამეცნიერო, ასევე საკუთარ საქმიანობაშიც ჭირდებათ, და სახელმწიფო (ამ შემთხვევაში თეა გოდოლაძის სახით, რადგან სეისმური მონიტორინგის ცენტრის სადგურების უმეტესობა სწორედ სახელმწიფოს შეძენილია) ვალდებულია ეს ინფორმაცია არამარტო მეცნიერებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს. ეს ინფორმაცია (როგორც სადგურების უმეტესობა) გადასახადის გადამხდელთა ფულით არის შექმნილი  – გადასახადის გადამხდელებისგან იღებენ თეა გოდოლაძე და ზურაბ ჯავახიშვილი ხელფასს და პრემიებსაც.

ისიც მოგეხსნებათ, რომ თეა გოდოლაძე ინფორმაციის გაცემის სასტიკი წინააღმდეგია. 2012 წლიდან 2021 წლამდე უმიზეზოდ, ხოლო მისი მისამართით დაწყებული გამოძიების შემდეგ კონკრეტული საერთაშორისო პროექტების მოშველიებით, მისი არგუმენტები ასე ჩამოყალიბდა: უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრთან ილიაუნის გაფორმებული ხელშეკრულებით კონფიდენციალურად და სამეცნიერო ჯგუფის ინტელექტუალურ საკუთრებად გამოცხადდა სეისმური სადგურებიდან მიღებული ინფორმაცია.

ამ მტკიცებაში ჩვენ თავიდანვე შევიტანეთ ეჭვი, რადგან ალოგიკური იყო უცხო ქვეყნის ცენტრთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში სახელმწიფოს კუთვნილი სადგურებიდან ინფორმაციის კონფიდენციალურად გამოცხადება. თან ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით შესაბამისი პროცედურების გავლა და რეესტრში რეგისტრაცია ჭირდება. რეესტრში (კომერციული საიდუმლოებისა და კონფიდენციალობის შესახებ) თეა გოდოლაძის ცენტრის ხელშეკრულებების რეგისტრაცია არ მოიძიება. ანუ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს!

თუმცა, უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრთან დაახლოებულ წყაროსთან საუბარში და მასთან კონკრეტული ხელშეკრულებების ანალიზის დროს, თეა გოდოლაძის ამ ფარსსაც ფარდა აეხადა.

თეა გოდოლაძე საერთაშორისო სკანდალის ფიგურანტი ხდება

უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამდივნოსთან დაახლოებული პირი, რომელიც ჩვენი ინფორმაციის წყაროა, საუბარში აცხადებს, რომ ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრს, აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტსა და ილიაუნის შორის, საერთოდ არ ეხება უკვე არსებულ სეისმურ სადგურებს. კერძოდ, ხელშეკრულებები- 1) პროექტი P692 „დიდი კავკასიონის აზევება და სეისმური სტრუქტურა“ და, 2) პროექტი P750 „სეისმური ქსელის გაფართოება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“- მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ იმ სადგურებს, რომელიც პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება.

უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამდივნოსთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, თეა გოდოლაძე პროექტის ფარგლებში დასამონტაჟებელი სადგურებიდან ისედაც ვერ გაცემს ვერანაირ ინფორმაციას, რადგან მისი ექსპლოატირება ჯერ არ არის დასრულებული და 14 სადგური, რომელიც გადაეცა სეისმური მონიტორინგის ცენტრს, ბოლომდე არც დამონტაჟებულა და არც ერთიან ქსელში არის ჩართული.

კითხვაზე, თუ რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულებები, თუ ისინი საერთოდ არ ეხება უკვე არსებულ სადგურებს, წყარომ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებები საერთოდ არ ეხება არსებულ სადგურებს და მათში მხოლოდ დეტალურად არის აღწერილი სამეცნიერო ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრება პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევის პროდუქტებზე.

ჩვენს დაჟინებულ მოთხოვნაზე, განემარტა თეა გოდოლაძის მტკიცება, რომ ეს ხელშეკრულებები უკრძალავდა და კონფიდენციალურად წარმოაჩენდა საქართველოს ყველა სეისმური სადგურიდან მიღებულ ინფორმაციას, წყარომ, ხელშეკრულებებზე დაყრდნობით, გვიპასუხა, რომ თუ ასე აცხადებს, თეა გოდოლაძე იტყუება და არცერთ ხელშეკრულებაში ასეთი რამ ნახსენები არ არის. „უფრო მეტიც, ასეთ რამეს უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ხელშეკრულებაში უბრალოდ ვერ ჩადებდა, რადგან ეს ჩანაწერი დააზიანებდა საქართველოს სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას საკუთარ ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია მომხდარი მიწისძვრების თაობაზე“, – დასძინა მან.

დასკვნის გამოტანაც მიჭირს.

რა გამოდის? თეა გოდოლაძე წლების განმავლობაში ატყუებდა მეცნიერებს, ატყუებდა სახელმწიფოს და ატყუებდა საზოგადოებას, რომ თურმე საერთაშორისო პარტნიორები უკრძალავდნენ არსებული (მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეძენილი) სეისმური სადგურებიდან ინფორმაციის გავრცელებას და აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებით სამეცნიერო ჯგუფის ინტელექტუალურ საკუთრებად აღიარებულია შექმნილი პროდუქტები, მხოლოდ იმ სადგურებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ დამონტაჟების პროცესშია და ერთიან კომპიუტერულ ქსელშიც კი არ არის ბოლომდე ჩართული.

უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის სამდივნოსთან დაახლოებული წყარო უბრალოდ ჩვენი ვარაუდების გადამოწმებისთვის დაგვჭირდა, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზე ამის უტყუარი ჩანაწერი ისედაც არსებობს და შესაბამისი გრაფიკული ნახატიც არის წარმოდგენილი.

ნახატი დეტალურად წარმოაჩენს ჯავახიშვილ-გოდოლაძის სეისმური კლანის აფიორის ილუსტრაციას. ხელშეკრულება ითვალისწინებს იისფერად აღნიშნული სადგურების ინსტალაციას, მაშინ როდესაც ყველა სხვა ფერით აღნიშნული სადგური ამ ხელშეკრულებებში ლოგიკურად, საერთოდ არ არის მოხსენებული.

რატომ დაჭირდა თეა გოდოლაძეს ასეთი ტყუილი და ქართველი მეცნიერების წლობით მოტყუება? რატომ იყენებს ასეთ აფიორაში ავტორიტეტულ და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სტრუქტურებს, როგორიცაა აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტი და უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი? ვინ აიძულა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის ასეთი სახის რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა? ამ კითხვებზე პასუხი კლანის წარსულში იმალება – თეა გოდოლაძეც იმ გარემოების თვალნათელი მსხვერპლია, როდესაც საეჭვო ტრანზაქციებში გამოჭერილ პირებს უცილობელი ვალის გადახდა უწევთ.

ახლა უკვე იმ ბნელ ვითარებასაც ეხდება ფარდა, რომელსაც თეა გოდოლაძის მხრიდან, კრემლის მედიასთან თანამშრომლობის სამარცხვინო ფაქტამდე მივყავართ. ილიაუნიში შერქმეული მეტსახელი – სპუტნიკა თეა, გამომზეურებული მტკიცებულებების შემდეგ, სულ უფრო ტრაგიკული ხდება. აღარც ის გვიკვირს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი სეისმური მონიტორინგის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურად  დაასახელა.

ფაქტია, ისიც, რომ სამეცნიერო კარიერა, საერთაშორისო პარტნიორების ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით და მათი რეპუტაციის ასეთი ხარისხით დაზიანების გამო, სეისმოლოგიაში მან დაასრულა.

მაგრამ პოლიტიკაშიც რომ აღარავის უნდა ასეთი გაჭრილი კარტები?!

გიორგი ცაგარეიშვილი

 

Share