Home » მსოფლიო » წლის დასაწყისიდან TAP-ის მილსადენით ევროპაში დაახლოებით 5.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა

წლის დასაწყისიდან TAP-ის მილსადენით ევროპაში დაახლოებით 5.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით ევროპაში დაახლოებით 5.5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გატარდა.

ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, წელს დაახლოებით 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

Share