Home » საზოგადოება » წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა
წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა

წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა

წლის ბოლომდე თბილისში ველოტრასები მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ველოსიპედებით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის პირველ ეტაპზე ორი საცდელი მარშრუტის ამოქმედებას აპირებს.

ველომოყვარულები აცხადებენ, რომ თბილისში ველოკულტურას განვითარება სჭირდება. თბილისში არაა საპარკინგე ადგილები, არაა ველობილიკები, რის გამოც საავტომობილო გზებზე უწევს სიარული, თუმცა აქაც აწყდება საცობს, რაც მას ხელს უშლის გადაადგილებაში.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, როგორც მისი ავტორები ამბობენ, ქვეითების და ველომოყვარულების ინტერესებია გათვალისწინებული. ველომოყვარულები აცხადებენ, რომ თბილისში ველოკულტურას განვითარება სჭირდება.

გენგეგმაში ველობილიკების არეალებია დადგენილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაკეთდეს ველობილიკები. თუმცა გენგეგმა მაინც ზოგად მონახაზს იძლევა და კონკრეტულად სად და როგორ გაკეთდება ველობილიკები, ეს შემდეგ ეტაპზე უნდა გაირკვეს, როდესაც კონკრეტული საპროექტო გეგმა მომზადდება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე 3-კილომეტრიან ველობილიკს აშენებს. მერიის ცნობით, ველობილიკი 2017 წლის ივნისში დასრულდება. ამის გარდა, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური მტკვრის სანაპიროზე ველობილიკს მას შემდეგ გააკეთებს, რაც კეთილმოწყობის სამსახური ტროტუარზე ასფალტს დააგებს. მერიის ცნობით, ველობილიკი ტროტუარზე გაკეთდება, მარშრუტი კი ასეთი იქნება: ველობილიკი დაიწყება “დედაენის ბაღიდან”, გამოუყვება მარჯვენა სანაპიროს ვახუშტის ხიდამდე, შემდეგ ხიდზე გადავა და მარცხენა სანაპიროს გამოუყვება ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით,  ისევ გადავა ხიდზე და დდედაენის ბაღში დასრულდება.

მერიის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, ამ ბილიკის საერთო სიგრძე 8 კილომეტრი იქნება და ამ მარშრუტზე რამდენიმე ველოსადგომი გაკეთდება.

რამდენად დაცული იქნება, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გათვალისწინებით, ველოტრასებით მოსარგებლეთა უსაფრთხოება ამ კუთხით მერია მესამე სექტორიდან რეკომენდაციებს იღებს.

[wpolling id=”15″ width=”” height=””]

ბაჩო ჯინჭარაძე

Share