Home » ეკონომიკა » წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მშპ-ს რეალური მაჩვენებელი 2,7%-ით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მშპ-ს რეალური მაჩვენებელი 2,7%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მშპ-ს რეალური მაჩვენებელი 2,7%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მშპ-ს რეალური მაჩვენებელი 2,7%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 33 921,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 6,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,7%-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4%-ით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1%) და ვაჭრობა (16,3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,3%), სახელმწიფო მმართველობა (9,1%), მშენებლობა (8,3% ), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8%).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (9,9%), საფინანსო საქმიანობა (9,3%), მშენებლობა (8,1%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,6% ), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7%), დამამუშავებელი მრეწველობა(4,8%).

კლება აღინიშნა ტრანსპორტის (-0,9%) და კავშირგაბმულობის (-0,2% ) სექტორებში.

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 ნოემბერს.

Share