Home » ეკონომიკა » წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდამ 5.2 % შეადგინა
წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდამ 5.2 % შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკის ზრდამ 5.2 % შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის იანვარში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,7 პროცენტი შეადგინა.

„ასევე, 33 პროცენტითაა გაზრდილი 2017 წლის იანვარში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2016 წლის შესაბამისი მაჩვენებლის მიმართ. 2017 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა 745,0 მლნ ლარი, რაც 166,5 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 638,8 მლნ ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share