Home » საზოგადოება » წიაღის ეროვნული სააგენტო – რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება

წიაღის ეროვნული სააგენტო – რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება

თითქმის 2 საუკუნის მანძილზე შეგროვილი გეოლოგიურ ინფორმაცით, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას წიაღის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა „ნამახვანჰესის“, განხორციელების ხელშეშლას.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა „ნამახვანი ჰესი“, განხორციელების ხელშეშლას.

წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თავი შეიკავონ გადამოუწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

Share