Home » საზოგადოება » ცესკო-მ საარჩევნო უბნების გასანათებლად 15 000 სანთელი იყიდა

ცესკო-მ საარჩევნო უბნების გასანათებლად 15 000 სანთელი იყიდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნოდ 15 000 სანთელი შეიძინა, რაშიც 3 135 ლარი დახარჯა. ცესკო-ს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებული პასუხის თანახმად, სანთლების შეძენის მიზანი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29.05.2020-ს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ობიექტი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 15 000 ცალი პარაფინის სანთლის შესყიდვა იყო. ტენდერი დასრულდა და მასში კომპანია ანსამ გაიმარჯვა, რომელმაც უკვე უზრუნველყო საკუთარი მოვალეობის შესრულება და საარჩევნო კომისიას 15 000 სანთელი 3 135 ლარად მიაწოდა, – წერია განცხადებაში.
 

შესაბამისად, ცესკო თვლის, რომ ელეტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კომისიის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანთლების გამოყენება ეფექტური საშუალება იქნება.

Share