Home » ბიზნესი » ცათამბჯენები თბილისსა და ბათუმში – რა პროექტებს ახორციელებს ალიანს ჯგუფი
ცათამბჯენები თბილისსა და ბათუმში - რა პროექტებს ახორციელებს ალიანს ჯგუფი

ცათამბჯენები თბილისსა და ბათუმში – რა პროექტებს ახორციელებს ალიანს ჯგუფი

უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ მიმდინარე სამი პროექტის დასრულებას 2018-2019 წლებში გეგმავს.

კომპანია თბილისში  კომპლექსს „ალიანს თბილისს“ აშენებს. ცათამბჯენიანი პრემიუმ კომპლექსი ვაკეში 40-სართულიანი საცხოვრებელი შენობისა და ორი, შედარებით დაბარსართულიანი, შერეული ტიპის ცათამბჯენისაგან შედგება, რომლებშიც სასტუმროებისა და კურორტების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი Wyndham Hotel Group იქნება წარმოდგენილი სასტუმროთი და აპარტამენტებით. პროექტის ბიუჯეტი $75 მილიონს აჭარბებს. კომპლექსის მშენებლობა  2019 წელს დასრულდება.

კომპანია მსოფლიო დონის ცათამბჯენს აშენებს ბათუმშიც, რომლის მშენებლობა 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება. ცათამბჯენში Courtyard by Marriot-ის სასტუმრო კი ოფიციალურად 2019-ის აპრილში გაიხსნება.

“ალიანს პალასის” 41-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის ზედა სართულებზე კი პრემიუმ-კლასის აპარტამენტები განთავსდება. “ალიანს პალასის” პროექტში “ალიანს ჯგუფი” $45 მილიონს დააბანდებს.

2018 წელს დასრულდება კიდევ ერთი პროექტი “ალიანს რიზორთი”, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე 100-ნომრიანი სასტუმროა. სასტუმროს მართვას  Ramada Worldwide განახორციელებს.

2005 წელს დაარსებულ “ალიანს ჯგუფს” 20-ზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული. ბოლო 11 წლის მანძილზე, დასრულებულ პროექტებში კომპანიამ $200 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

წყარო: GBC

Share