Home » მსოფლიო » წამყვანი ეკონომიკების ქვეყნებმა ტრანსნაციონალური კომპანიების დაბერგვის ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

წამყვანი ეკონომიკების ქვეყნებმა ტრანსნაციონალური კომპანიების დაბერგვის ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, წამყვანი ეკონომიკის G7-ის ქვეყნების ჯგუფმა მიაღწია “ისტორიულ” შეთანხმებას, რომელიც ტრანსნაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებაა. ამის შესახებ გამოცემა “ბიბისი” წერს.

ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ლონდონში შეთანხმდნენ, რომ დაიცვან კორპორატიული გადასახადის მინიმალური 15%-ანი პრინციპი.

როგორც გამოცემა წერს, “დაზარალებულ” კომპანიებს შორის შეიძლება იყოს ისეთი ტექნიკური გიგანტები მოხვდნენ, როგორიცაა Amazon და Google.

ამ ნაბიჯმა შეიძლება მილიარდობით დოლარი მოუტანოს მთავრობებს კოვიდის კრიზისის დროს წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

ეს წინადადება ზეწოლას მოახდენს სხვა ქვეყნებზე, რომ მიბაძონ, მათ შორის G20-ის ქვეყნებზე, რომლეთა შეხვედრა შემდეგ თვეში უნდა შედგეს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობები უკვე დიდი ხანია იბრძვიან გლობალური კომპანიების უფრო მეტად დაბეგვრის კუთხით. ეს გამოწვევა გაზარდა ისეთი უზარმაზარი ტექნოლოგიური კორპორაციების ბუმმა, როგორიცაა Amazon და Facebook.

ამ დროისთვის კომპანიებს შეუძლიათ შექმნან ადგილობრივი ფილიალები იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი კორპორატიული გადასახადის განაკვეთი და მოგების დეკლალირება იქვე გააკეთონ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ადგილობრივ გადასახადს იხდიან, მაშინაც კი, თუ მოგება ძირითადად სხვაგან გაყიდვებიდან მოდის.

G7-ის ქვეყნებს სურთ, რომ დადგენილი იქნას მინიმალური განაკვეთი, რომელიც გლობალურად გავრცელდება ტრანსნაციონალური კომპანიების მიმართ და ასევე, კომპანიებმა გადასახადი უნდა გაიდაიხადონ იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტისა თუ სერვისის მომსახურებას სწევენ და არა იქ, სადაც არიან დეკლარირებულები.

სანდრო პირველი

Share