Home » საზოგადოება » ტრენდად ქცეული პიარი

ტრენდად ქცეული პიარი

ირმა კაჭარავა, პიარის სპეციალისტია, რომელსაც  17 წლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით –  პიარი, პროექტები, გაყიდვები, ღონისძიებები, როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ. გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა, მან გერმანიაში შეისწავლა პიარი და კომუნიკაცია, ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება. გერმანიასა და ლუქსემბურგში ცხოვრების შემდეგ, მან საბოლოოდ გადაწყვიდა დაბრუნება საქართველოში და განაგძო მოღვაწეობა მისივე პროფესიით.

რა გამოწვევენის წინაშეა ქართული პაიარი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს“ პიარის სპეციალისტი ირმა კაჭარავა ესაუბრა.

პირველ რიგში, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რა განსხვავებაა პიარს, მარკეტინგსა და სოც. მედიას შორის?

ამ კითხვით ხშირად მომმართავენ, მოკლედ, რომ ავხსნა-მარკეტინგი, ზოგადად მოიცავს დაგეგმარებას, ბაზრის კვლევას და გაყიდვების სტრატეგიულად მართვის პროცესს.

პიარს რაც შეეხება, ეს მიმართულება უფრო ორიენტირებულია მენეჯმენტის რეპუტაციის შექმნაზე, კომპანიის ცნობადობის ამაღლებასა და გაშუქებაზე, ბრენდის ინტერესებზე და იმიჯზე.

სოც.მედია, ის  ამ ორივეს ნაწილია, ეს არის საშუალება, რომელიც გადაიცემა ციფრული მარკეტინგის მეშვეობით, ინტერნეტით.

კომპანიები, რომელ მათგანს ირჩევენ უმეტეს შემთხვევაში და რამდენად მართებულია მათი გადაწყვეტილებები?

ხელმძღვანელები ხშირად ამბობენ – “რა დრო პიარია, მე გაყიდვები მჭირდება”, არადა ცნობადობის ამაღლება კონკრეტულ პროდუქტზე, თუ სერვისზე გადის პირდაპირ გაყიდვებზე. პიარი არ არის გაყიდვები, თუმცა პიარმა იცის თუ როგორ გადმოსცეს სწორად ამბავი, რათა ესა თუ ის პროდუქტი გახდეს საინტერესო,თუ არ იციან შენს შესახებ, არავინ არ დაინტერესდება პროდუქტით ,განსაკუთრებით კი, საქართველოში ,სადაც ჯერ ცნობადობა არის მაინც მთავარი.

 

რამდენად განვითარებულია საქართველოში პიარისა და მარკეტინგის მიმართულება?

,,ყველას მიაჩნია, რომ პიარის სპეციალისტია, თუმცა რეალურად 10-15% თუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

ყველა მიაჩნია, რომ  შეუძლია იყოს პიარი, ვისაც კი გაყიდვებში უმუშავია, თუმცა გაუგებარია, მაშინ რატომ იღებენ ცოდნას ამ მიმართულებით თუკი ყველაფერი ასე მარტივია და შეიძლება იგი შეუთავსო ყველა პროფესიას.  პირველ რიგში, ალბათ, გამოცხადებულ ვაკანსიებზე სწორად უნდა იყოს გაწერილი პიარის პუნქციები, რათა შეირჩეს ის კანდიდატურა ვინც მართლა პიარის საქმის მცოდნეა და არა სხვას  შეუთავსო ფუნქციები!

 

და ბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი ახალი გამოწვევა , მუშაობთ კანადაში ,საქართველოდან. რა სირთულეები ახლავს 12 საათიან დისტანციურ მუშაობას?

დიდხანს ვფიქრობდი,რადგან კომპანია 35 წლის არის და ორმაგი პასუხისმგებლობაა ამიტომ,თან საკმაოდ რთულია იმუშაო ასეთი დიდი საათობრივი სხვაობით. როდესაც სრულდება საქართველოში სამუშაო საათები , ამ დროს იწყება კანადაში დღე. თუმცა დიდი გამოწვევაა და საკუთარი თავის გამოცდაც, სურვილი რომ დაამტკიცო ეს შესაძლებელია და

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორი მენეჯმენტით და ძლიერი გუნდით, ნებისმიერ ქვეყანაში ,ნებისმიერი საათობრივი სხვაობით შეიძლება დადო შედეგი და ამისთვის სულაც არ არის საჭირო იყო ოფისში!

 

Share