Home » ახალი ამბები » ტრანსპორტის სფეროში თბილისში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით კვლევა ჩატარდება
ტრანსპორტის სფეროში თბილისში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში თბილისში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით, შინამეურნეობების კვლევა ჩატარდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, კვლევას 2016 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის მერიასთან შეთანხმებით ჩაატარებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული კვლევის შედეგად, მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ საინფორმაციო ბაზა შეიქმნება.

”კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შესაძლებელი გახდება ნათლად გამოიკვეთოს პრობლემები და დაისახოს გზები ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით”, – აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, კვლევას ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმო „სისტრა“ (საფრანგეთი) და „გორბი“ (საქართველო) კარდაკარ გამოკითხვის მეთოდით.

”გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებით მოქალაქეებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში, რათა თბილისი ცხოვრების, შრომისა და დასვენებისათვის ბევრად უფრო კომფორტულ ქალაქად იქცეს”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

Share