Home » მსოფლიო » ტრამპი: პოლიციელის მოკვლისთვის სიკვდილით დასჯა უნდა არსებობდეს
ტრამპი: პოლიციელის მოკვლისთვის სიკვდილით დასჯით უნდა არსებობდეს

ტრამპი: პოლიციელის მოკვლისთვის სიკვდილით დასჯა უნდა არსებობდეს

ვირჯინიაში, FBI-ის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში სამართალდამცავის მკვლელობის შემთხვევაში სიკვდილით დასჯის ინიციატივით გამოვიდა.

ტრამპა თავისი სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სტატისტიკურად, სამართალდამცავების მიმართ ძალადობრივი ფაქტების გამოვლინება გაზრდილია.

FBI-ის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულებისას 57,180 ოფიცერის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ფაქტები. რაც ნიშნავს, რომ პოლიციელების 10%-ს თავს დაესხნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, რომლის შედეგადაც 66 ოფიცერი დაიღუპა.

„თითოეული სამართალდამცავის სიკვდილი ჩვენს გულებში დიდ ტკივილის იწვევს. თითოეული დაღვრილი სისხლის წვეთი არის ჩვენი ერის მიმართ მიყენებული ჭრილობა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს გაწეული საქმიანობისთვის და მათ გმირები უწოდა.

„თქვენ ხართ დიდებული ხალხი და ნამდვილი გმირი თითოეული ჩვენგანისათვის. ასე რომ მადლობა გიხდით გაწეული სამუშაოსთვის“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

 

ბაჩო ჯინჭარაძე

Share