Home » საზოგადოება » თორნიკე რიჟვაძე – არ შეიძლება, საქართველოში ფრიალებდეს რუსული დროშები
თორნიკე რიჟვაძე - არ შეიძლება, საქართველოში ფრიალებდეს რუსული დროშები

თორნიკე რიჟვაძე – არ შეიძლება, საქართველოში ფრიალებდეს რუსული დროშები

„26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, არ შეიძლება ფრიალებდეს რუსული დროშები. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აჭარის მთავრობის ცნობით, მან ისაუბრა აჭარის განათლების ყოფილი მინისტრის, ინგა შამილიშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„ეს იყო შეცდომა, სწორედ ამიტომ, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება, ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, რომ ძირეულად შევისწავლით”, – განაცხადა რიჟვაძემ.

Share