Home » მსოფლიო » ტოკიოს ოლიმპიადა, შესაძლოა, გაუქმდეს

ტოკიოს ოლიმპიადა, შესაძლოა, გაუქმდეს

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გლობალური სპორტული ღონისძიების გაუქმებას არ გამორიცხავს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ოლიმპიური თამაშები გაუქმდეს, ტოშირო მუტომ უპასუხა, რომ იგი თვალს ადევნებს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზატორებთან დისკუსიებს გამართავს.

„ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარი პროგნოზის გაკეთება კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, განვაგრძობთ დისკუსიებს, თუკი შემთხვევები მოიმატებს,” – აღნიშნა მუტომ.

ტოკიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და ამის გამო ოლიმპიადა, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო, მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ოლიმპიადის გახსნა მიმდინარე კვირის პარასკევს იგეგმება.

ipn.ge

Share