Home » მსოფლიო » TikTok ბლოგერები უფრო მეტს შოულობენ რეკლამიდან, ვიდრე მსხვილი კომპანიების დირექტორები

TikTok ბლოგერები უფრო მეტს შოულობენ რეკლამიდან, ვიდრე მსხვილი კომპანიების დირექტორები

TikTok-ის უმსხვილესმა ბლოგერებმა გასულ წელს ჯამში $55 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს.

როგორც რუსული “კომერსანტი” The Wall Street Journal-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, ეს თანხა ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების საშუალო ხელფასს აჭარბებს.

ბლოგერები შემოსავალს ძირითადად რეკლამის გამოქვეყნებითა და დაფინანსებული კონტენტით იღებდნენ. მსხვილი კომპანიები, როგორიცაა McDonald’s, Louis Vuitton და Amazon, იხდიან $100,000-დან $500,000-მდე ვიდეოზე.

ჟურნალის რეიტინგში მხოლოდ TikTok-ის ვარსკვლავები მოხვდნენ, ვინც აპლიკაციაში „დატრიალდა“. გამოცემის ჟურნალისტებმა სიაში არ შეიყვანეს ცნობილი მუსიკოსები, სპორტსმენები, მსახიობები, რომლებსაც აქვთ ე.წ. ექაუნთები სოციალურ ქსელში.

ამგვარად, გამოცემამ გაარკვია, რომ ერთ წელიწადში შვიდი პოპულარული TikTok ბლოგერის ანაზღაურება სამჯერ გაიზარდა: 18,4 მილიონი დოლარიდან 55,5 მილიონ დოლარამდე.

მაგალითად, დების ჩარლის და დიქსი დ’ამელიოს შემოსავალმა, რომლებმაც ბლოგერობა დაიწყეს მოკლე საცეკვაო ვიდეოებით, შესაბამისად, $7.5 მილიონი და $10 მილიონი შეადგინა. ეს უფრო მეტი შემოსავალია ვიდრე Exxon Mobil-ის აღმასრულებელი დირექტორი დარენ ვუდსი, Starbucks-ის კევინ ჯონსონი, Delta Air Lines-ის ედ ბასტიანი და მაკდონალდსის კრის კემპჩინსკი.

თუ აღმავალი ტენდენცია გაგრძელდება, TikTok-ის ტოპ სახეებს მალე შეეძლებათ მიიღოთ იმდენი, რამდენიც YouTube-ის ყველაზე პოპულარული ბლოგერები იღებენ.

ახლა ამ ორ პლატფორმას შორის ვარსკვლავების შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება TikTok ბლოგერების შემოსავალს. შედარებისთვის, ჯიმი დონალდსონმა 2021 წელს 54 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გიორგი არაბული

Share