Home » ფინანსები » „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს

თიბისი კაპიტალისკვლევის თანახმად, შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს

,,თიბისი კაპიტალმა’’ კვლევის ,,ობლიგაციების ბაზარი საქართველოში’’ შედეგების პრეზენტაცია გამართა, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები.

კვლევის თანახმად, საქართველოში აღნიშნული სექტორი სწრაფად ვითარდება, თუმცა 2017 წლის ბოლოს ობლიგაციების ჯამურმა რაოდენობამ მხოლოდ 232 მილიონი ლარი შეადგინა,  რაც მშპ-ის 0.6%-ია და შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში დაბალი მაჩვენებელია.

კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად ვარაუდობენ, რომ გაჩნდება გრძელვადიანი ლარის რესურსი და მოხდება ფონდის დაახლოებით 4%-ის განთავსება ადგილობრივ ობლიგაციებში. თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდის თანახმად, შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

„საპენსიო რეფორმა  მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების კუთხით. ამ ეტაპზე გრძელვადიან ლარზე მოთხოვნა არის, თუმცა საჭიროა არსებობდეს მიწოდებაც,  საპენსიო რეფორმა კი სწორედ მიწოდების არეალს გააფართოვებს და პოზიტიურად აისახება მთლიანად ობლიგაციების ბაზარზე ვფიქრობთ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება ეს ბაზარი და ქართულ საშუალო და მსხვილ კომპანიებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ობლიგაციები ქართულ ბაზარზე განათავსონ, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება განვითარებისთვის.“ – განმარტავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

,,თიბისი კაპიტალის’’ დირექტორი, ირაკლი ელაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანია ობლიგაციების ბაზრის განვითარბისთვის და ვინაიდან ეს პროდუქტი შედარებით ახალია ქართული ბაზრისთვის, საჭიროა არსებობდეს სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორები.

,,ძირითადი მიზეზი, რამაც განაპირობა კვლევის ჩატარება არის ის, რომ არ არსებობდა ინფორმაცია ობლიგაციების ბაზრის შესახებ, რომელიც საკმაოდ მზარდი და საინტერესო სექტორია კაპიტალის განვითარებისთვის. ჩვენი კვლევა მოიცავს, როგორც სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარს, ასევე კორპორაციული ობლიგაციების სექტორს, რომელიც ამ ეტაპზე მცირეა, თუმცა საკმაოდ მზარდი. ობლიგაციების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა ცალსახად მეტყველებს ბაზრის გააქტიურებაზე, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია მიმართავს დაფინანსების ამ გზას და გადაწყვეტს მოახდინოს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. აღნიშნული ბაზრის ზრდისთვის გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორები უკვე არსებობს, აღსანიშნავია საპენსიო რეფორმაც, რომელიც გრძელვადიანი ლარის რესუსს გააჩენს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბაზრის განვითარებაში’’, – აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა.

ქართული ობლიგაციების ბაზრის მთავარი პრობლემა ირაკლი ელაშვილის განცხადებით, ინვესტორების ნაკლებობაა, მათ შორის  ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური ივესტორების როლი და ადგილობრივი ბანკებისა და ინვესტორების გააქტიურება.

,,ძირითადი პრობლემა, რასაც ობლიგაციების ბაზარზე ვაწყდებით,  არის ინსტიტუციონალური ინვესტორების ნაკლეობა და ზოგადად ინვესტორების ფართო წრის ნაკლებობა, რომლებიც ასეთ ინსტრუმენტში დააბანდებენ თანხას. ამის მოგვარებისთვის საჭიროა მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ საქართველოში უკვე არსებობს მზაობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობა და მათი დაინტერესება, ასევე დიდია ბანკების როლი ამ სექტორის განვითარებაში და ახალი ინსტიტუციონალური ინვესტორის გაჩენაც საკამოდ დიდ როლს ითამაშებს, როგორიც არის საპენსიო ფონდი.’’- განაცხადა ირაკლი ელოშვილმა.

პრეზენტაციაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იმ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც უკვე ოპერირებენ აღნიშნულ ბაზარზე და რეგულარულად უშვებენ ობლიგაციებს, მაგალითად ,,სილქნეტს’’, წელს ,,ნიკორა ტრეიდიც’’ შეუერთდება და წინა წლებში გამოშვებულ ობლიგაციებზე ბევრად სოლიდური ღირებულების, 30 მილიონი ლარის ობლიგაციას გამოუშვებს, რაც ნიკორას ხელმძღვანელის ირაკლი ბოქოლიშვილის ინფორმაციით, არაუგვანეს ივლისის დასაწყისში მოხდება.

მარიამ აბრამიშვილი

Share