Home » ეკონომიკა » თვითმფრინავების ნაწილების ქარხანა პროდუქციის გამოშვებას 2018 წლიდან დაიწყებს
თვითმფრინავების ნაწილების ქარხანა პროდუქციის გამოშვებას 2018 წლიდან დაიწყებს

თვითმფრინავების ნაწილების ქარხანა პროდუქციის გამოშვებას 2018 წლიდან დაიწყებს

სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა თბილისში აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone­ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია დეტალური პროექტირება, მანქანა­ დანადგარების სპეციფიკაციების მომზადება და მოლაპარაკებები მათ მომწოდებლებთან.

სამშენებლო პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. საპარტნიორო ფონდის ცნობით, Boeing­-ის მიერ ქარხნის სერტიფიკაციის პროცესი 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს.

ქარხნისთვის უკვე შეკვეთილია თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც Elbit Cyclone­ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. უკვე დაწყებულია სპეციალისტების გადამზადების პროცესი, რომელიც მოიცავს ტრენინგს თვითმფრინავების სხვადასხვა კომპოზიტური ნაწილების წარმოების მიმართულებით და ისრაელში ტარდება. ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. საწარმოში შექმნილი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

საწარმოს სამშენებლო სამუშაოებზე ეტაპობრივად დასაქმდება 100-­მდე ადამიანი. საბოლოო ჯამში 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 200- მდე ადგილობრივს, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამის კადრი. ქარხანის (ATC) მშენებლობას ოპერირებას უწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Systems – Cyclone­ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქართული სამშენებლო კომპანია შპს „ანაგი“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „აი­სი­ი­ეს­ი“. საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone ­თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. მშენებლობის დაწყებამდე პერიოდი მოიცავდა პროექტირების, სამშენებლო კომპანიების შერჩევის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურებს. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

Share