Home » მსოფლიო » თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა, ლირა, დოლართან მიმართებით 24%-ით გაუფასურდა. სექტემბრის ბოლოს 1 ამერიკული დოლარი 8,8 ლირა ღირდა.

აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურებას წინ უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომელმაც 10 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების განკარგულება გასცა.

ერდოღანის ამ განცხადებას ოფიციალური ნაბიჯები ჯერ არ მოჰყოლია.

უცხოელი ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება უკავშირდება დიპლომატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მათ თურქეთის ციხეში მყოფი ფილანტროპისა და ბიზნესმენ ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.​ 

ავალას ბრალი 2013 წელს გეზის პარკის გარშემო აგორებული საპროტესტო აქციებისა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე აქვს წაყენებული.

Share