Home » ეკონომიკა » “თურქმენეთში განვიხილავთ ქართველი მწარმოებლების შესვლას თურქმენულ ბაზარზე”
"თურქმენეთში განვიხილავთ ქართველი მწარმოებლების შესვლას თურქმენულ ბაზარზე"

“თურქმენეთში განვიხილავთ ქართველი მწარმოებლების შესვლას თურქმენულ ბაზარზე”

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია თურქმენეთში ვიზიტისას ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრებზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება. ეკონომიკის მინისტრი თურქმენეთში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებებიც.

„ჩვენ კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ქართველი მწარმოებლების შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

Share