Home » მსოფლიო » თურქეთმა შეწყვიტა ქვეყანაში იმ რუსების შესვლა, რომლებიც Sputnik Light-ით არიან აცრილები

თურქეთმა შეწყვიტა ქვეყანაში იმ რუსების შესვლა, რომლებიც Sputnik Light-ით არიან აცრილები

თურქეთმა უარი განაცხადა რუსული Sputnik Light (იგივე Sputnik V) ვაქცინის აღიარებაზე და გაამკაცრა შესვლის წესები ამ ვაქცინით აცრილი ტურისტებისთვის. ამის შესახებ გამოცემა Finanz.ru წერს.

როგორც TASS იუწყება, ანკარაში რუსეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით, 3 სექტემბრიდან მათ, ვინც მიიღეს ერთ კომპონენტიანი რუსული ვაქცინის ინექცია, უნდა გაიარონ იგივე პროცედურა, რასაც გადიან აუცრელი ადამიანები – უარყოფითი PCR ტესტი ჩასვლამდე 72 საათით ადრე, უარყოფითი სწრაფი ანტიგენის ტესტი შესვლამდე 48 საათით ადრე, ან კოვიდის გადატანის ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში.

როგორც Tourdom-ი წერს, 6 სექტემბერს Sputnik Light-ით აცრილ პირებს არ უშვებდნენ მახაჩკალა-სტამბულის Pegasus Airlines–ის რეისზე.

Sputnik Light ვაქცინა, რომელიც Sputnik V–ის პირველი კომპონენტია, დარეგისტრირდა რუსეთში 2021 წლის 6 მაისს. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მონაცემებით, მისი ეფექტურობა იმუნიზაციის 28-ე დღიდან არის 79.4% და ვრცელდება კორონავირუსის “ყველა ახალ შტამზე”.

სანდრო პირველი

 

 

Share