Home » მსოფლიო » თურქეთის ცენტრალურ ბანკსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის $4.7 მილიარდის სვოპის ხელშეკრულება გაფორმდა

თურქეთის ცენტრალურ ბანკსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის $4.7 მილიარდის სვოპის ხელშეკრულება გაფორმდა

თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ცენტრალურმა ბანკებმა სამწლიანი სავალუტო სვოპის ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ თურქეთის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამი წლის განმავლობაში სვოპის ტრანზაქციების ჯამური მოცულობა დაახლოებით 4,7 მილიარდი აშშ დოლარი იქნება ეროვნულ ვალუტაში – ეს არის 64 მილიარდი ლირა, ანუ 18 მილიარდი დირჰემი (არაბული ფულის ვალუტა).

ასეთი შეთანხმებების მიზანია ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო პროგრამების ხელშეწყობა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებით. სამი წლის შემდეგ, ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს.

გასული წლის აგვისტოში ანკარამ ხელი მოაწერა სავალუტის სვოპ ხელშეკრულებას კორეის რესპუბლიკასთან 2 მილიარდი დოლარის ტრანზაქციების საერთო მოცულობისთვის. ამჟამად თურქეთის ცენტრალურ ბანკს აქვს მსგავსი ტრანზაქციები ჩინეთთან (6 მილიარდი დოლარი), ყატართან (15 მილიარდი დოლარი).

სვოპის ხელშეკრულება გულისხმობს ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლას რისკების გაზრდის ან შემცირების გზით, შემოსავლების მაქსიმიზაციის ან დანახარჯების მინიმიზაციის მოტივით. სვოპებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: აქტივების სვოპი, საბაზისო სვოპი, აქციების სვოპი, კრედიტის დეფოლტის სვოპი, სავალუტო სვოპი, ვალების სვოპი და სხვა.

სავალუტო სვოპის გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის ვალუტის კონვერტაციის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვის შესრულებაზე, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე. სავალუტო სვოპის გარიგების შესრულება კონკრეტული თარიღისთვის, არის სავალდებულო.

ვინ და რა შემთხვევაში იყენებს სავალუტო სვოპს?

  • კომპანიები რომლებსაც აქვთ ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში, ხოლო ანგარიშსწორება პარტნიორთან ან ბიუჯეტთან უნდა მოახდინონ ეროვნულ ვალუტაში, ამავდროულად ძირითადი თანხის შენახვა უცხოურ ვალუტაში ურჩევნიათ;
  • სურთ დროებით გაცვალონ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ფულადი სახსრები კონტრვალუტაზე (ეროვნულ ვალუტაზე) დღეს მოქმედი მიმდინარე საბაზრო კურსით და მომავალში დაიბრუნონ უცხოურ ვალუტაში ფულადი სახსრები დაფიქსირებული კურსით.

სანდრო პირველი

Share