თურქეთის სასტუმროებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი ტურისტებისთვის ფასდაკლება დაიწყო. ამ პრივილეგიით სარგებლობა თავიდან კაბადოკიის რეგიონში დაიწყო და ახლა სხვა რეგიონებშიც გავრცელდა. ამის შესახებ obozrevatel-ი წერს.
Turizm Gazetesi-ის ცნობით, კაბადოკიაში აცრილ დამსვენებლებს ეძლევათ 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კილისში – 50%-ანი ფასდაკლებაა ახალდაქორწინებულთათვის თაფლობის თვეზე.
ქალაქ რიზეს სასტუმროებში ვაქცინირებულ ტურისტებს ეძლევათ 10%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლება შემოიღეს ქალაქ ტრაპზონშიც.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 6 სექტემბრიდან თურქეთში ტურისტებს მოუწევთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის ან PCR უარყოფითი ტესტის წარდგენა ტრანსპორტით სარგებლობისას.
სანდრო პირველი
თურქეთმა შეწყვიტა ქვეყანაში იმ რუსების შესვლა, რომლებიც Sputnik Light-ით არიან აცრილები