Home » მსოფლიო » თურქეთის ეროვნული ვალუტა 14 პროცენტით გაუფასურდა

თურქეთის ეროვნული ვალუტა 14 პროცენტით გაუფასურდა

თურქეთის ეროვნული ვალუტა 14 პროცენტით გაუფასურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნაჯი აგბალის გათავისუფლება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მას თურქეთის ეროვნული ვალუტის რეკორდული ვარდნის დროს გატარებული ქმედითი ღონისძიებების გამო იცნობდნენ, რამაც ლირას გამყარება განაპირობა.

ბოლო ორ წელიწადში თურქეთის პრეზიდენტმა უკვე მესამედ გაათავისუფლა თანამდებობიდან ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.

აგბალი ამ თანამდებობაზე ნოემბერში დანიშნეს და ის საპროცენტო განაკვეთების გაზრდის მომხრე იყო, რითაც ინფლაციას ებრძოდა.

„ბიბისის“ ცნობით, საერთაშორისო და თურქი ინვესტორები შიშობენ, რომ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად დანიშნული შაჰაფ კავჩიოღლუ მისი წინამორბედის კურსს გადახედავს.

1tv.ge

Share