Home » საზოგადოება » თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: როცა ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის, იტალიის კომპანია,ვინმე ჯვარს აღმართავდა?

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: როცა ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის, იტალიის კომპანია,ვინმე ჯვარს აღმართავდა?

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას. ქართული მართლმადიდებლური რწმენა გახლავთ განუყოფელი ნაწილი ქართული იდენტობის, თუმცა როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები აღმიძრა, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც მე ვიცნობ“-ამბობს ფატმა სერენ იაზგანი.

ელჩი ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ გარემოსდაცვასთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატის დაკვირვებით, რასაც ის განცხადებებში და სოციალურ ქსელებში ხედავს, ხდება ფაქტებით მანიპულაციები.

„მოვუწოდებ კომპანიას, ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს. თუ არსებობს შეშფოთების საგანი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით. ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის არის თურქი ინვესტორების დაცვა და თქვენი დარწმუნება, რომ მათ არ აქვთ დამაზინებელი გეგმები.

როცა ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის, იტალიის კომპანია,ვინმე ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი ამიტომაც მინდა ვკითხო ადამაინებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო?“ – სვამს კითხვას თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი.

Share