Home » მსოფლიო » “თურქეთი ზიანს აყენებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე იზიარებს ჩვენს ინტერესებს”
"თურქეთი ზიანს აყენებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე იზიარებს ჩვენს ინტერესებს"

“თურქეთი ზიანს აყენებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე იზიარებს ჩვენს ინტერესებს”

თურქეთი ზიანს აყენებს ჩვენს გარკვეულ ღირებულებებს, მაგრამ ასევე იზიარებს ზოგიერთ ჩვენს ინტერესებს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რვა ევროპული გამოცემისთვის (Le Figaro, Suddeutsche Zeitung, Le Soir, The Guardian, Corriere Della Serra, El Pais, Gazeta Wiborcza და Le Temps) მიცემულ ინტერვიუში.

„პირველ რიგში, თურქეთთან ჩვენ სირიის კონფლიქტი გვაკავშირებს. თურქეთი ჩვენი რეგიონალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია, ვინაიდან ის სირიის მეზობელი ქვეყანაა, რომელმაც თავშესაფარი მისცა უამრავ ლტოლვილს. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ თურქეთთან, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას თურქეთის პრეზიდენტთან გამჭვირვალე დიალოგი აქვს.

„ჩვენ თურქეთთან ეს დიალოგი გვჭირდება. მიგრაციის სფეროში ევროპას სჭირდება ეს დიალოგი და ამ დიალოგის კოორდინირება. რაც შეეხება დანარჩენს, თურქეთის ამჟამინდელი პოზიციების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განვითარება მოსალოდნელი არ არის“, – დასძინა მაკრონმა.

 

წყარო: ipn.ge

Share